მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება
კიევში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა
კიევის ცენტრში ავტომობილი ააფეთქეს. ინციდენტი ჟიტომირის ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პოლიციის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას მოტოციკლისტმა ხელყუმბარა ესროლა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს ეკუთვნის. აფეთქებისას იგი დაშავდა, დაღუპული კი მისი დაცვის წევრია.
მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები