მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

AIRBNB ქართველ მოგზაურებს ქართულენოვან ინტერფეისს სთავაზობს

ბინების გაქირავების პოპულარული პლატფორმა AIRBNB-ი ქართველ მოგზაურებს ქართულენოვანი ინტერფეისის მქონე ვებსაიტს სთავაზობს.

4 ნოემბერს Airbnb-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ინტერფეისი 31 ახალ ენაზე ამეტყველდა, მათ შორისაა ქართულიც.

ამიერიდან, Airbnb-ს ტურისტული ბინების, ექსკურსიებისა თუ რესტორნების მოძიება ქართული ენაზეცაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე გაქართულებულია ვებსაიტის ინტერფეისის ძირითადი ნაწილი და ბინების თუ ექსკურსიების ავტორისეული აღწერის თარგმნა შესაძლებელია გუგლის სათარგმნი პროგრამით, რომელიც ინტეგრირებულია Airbnb-ს სისტემაში. ქართულენოვანი გახდა გასაქირავებელი ბინის სამართავი პანელიც, რაც მუშაობას უადვილებს Airbnb-ს მეშვეობით უძრავი ქონების უცხოელ ტურისტებზე გაქირავების მსურველებს.

თბილისის ბინების მაჩვენებელი Airbnb-ს პლატფორმაზე ყოველწლიურად 50 პროცენტზე მეტად იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში ონლაინ დაჯავშნის პლატფორმაზე თბილისიდან 13 ათასზე მეტი ბინა/ოთახი იყო შეთავაზებული, ეს კი ათენის, პრაღის, ბუდაპეშტის, კიევისა და ვარშავის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ქალაქების – ბაქოსა და ერევნის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

Airbnb მსოფლიოში დასვენებისა და მოგზაურობის ერთ-ერთი პოპულარული პლატფორმაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

ამჟამად სისტემა მუშაობს 191 ქვეყნისა და რეგიონის 62 ენაზე, რომელთაც მსოფლიოს 4 მილიარდზე მეტი მცხოვრები იყენებს. Airbnb აერთიანებს ადგილობრივი მასპინძლების მიერ შეთავაზებულ 7 მილიონ სასტუმრო საცხოვრებელს და 40 ათას საავტორო ექსკურსიას. ამ სისტემაში ყოველ წამში დაახლოებით 6 მომხმარებელი რეგისტრირდება.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close