ქუთაისში დანიელმა მოგზაურმა ფულის თხოვნის საინტერესო მეთოდს მიაგნო(ფოტო)
დანიიდან საქართველოში ჩამოსასვლელად მან ორ მეგობართან ერთად დიდი გზა გამოიარა. ცოტა ხნის წინ თბილისშიც იყვნენ, ახლა კი ქუთაისში არიან და ბრაზილიაში წასასვლელად ფულს აგროვებენ. ერთი მათგანი ფულს მუსიკის მოსმენაში იღებს, მეორე სუვენირ მაგნიტებს ყიდის, მესამე კი ქუჩაში დახმარებას ითხოვს.
თითქოს ამაში გასაკვირი არც არაფერია, მაგრამ ფოტოგრაფის ყურადღება სწორედ ქუჩაში დახმარების მთხოვნელმა ბიჭმა მიიპყრო.
ბიჭს წინ ოთხი ჯამი უდევს, თითოეულის უკან კი თითო ვაშლია, რომელშიც საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დროშებია დამაგრებული. წინ ასევე დევს მუყაოს ქაღალდი წარწერით: Wo is Better? („ვინ არის უკეთესი?“).
სწორედ დახმარების თხოვნის ასეთმა „მარკეტინგულმა მიდგომამ“ გამოიწვია ფოტოგრაფ დავით სინატაშვილის ინტერესი, რომელმაც ის აღბეჭდა და სოციალურ ქსელში ფოტოს გავრცელებაზე ნებართვაც ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
„ა ბატონო, ჩამოვიდა ადამიანი დანიიდან, ითხოვს ფულს (ჩვენი არ გვეყოფოდა) აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს და სომხეთის დროშებით და რა უწერია იცით ქაღალდზე?
Who Is Better – რომელია უფრო კარგიო?
მარკეტინგის გურუა“, – წერს ფოტოგრაფი.
imedinews.ge
კომენტარები