კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი ფილმ „შინდისს“ გადაეცა, დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ფილმის პროდიურსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე „შინდისის“ ჩვენება ანშლაგებით მიმდინარეობდა.

დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ 2008 წლის აგვისტოს ომზეა. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. აღსანიშნავია, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით – „ოსკარებით“ დაჯილდოების 92-ე ცერემონიისთვის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close