ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალიაში ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დასაშვები თანხა მცირდება

ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს იტალიის მთავრობამ დაამტკიცა ფისკალური ბიუჯეტის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ანგარიშსწორებისას ნაღდი ფულის გამოყენებაზე შეზღუდვა მკაცრდება. ამის თაობაზე ILGIORNALE.IT წერს.

ამჟამად აკრძალულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას 3000 ევროზე მეტის გადახდა. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლიდან ეს თანხა 2000 ევრომდე შემცირდება, 2022 წლიდან კი – 1000 ევრომდე.

მთავრობაში ნაღდი ფულის გამოყენების შეზღუდვას გადასახადებისგან თავის არიდების და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლით ხსნიან, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით კი მთავრობა ამ ღონისძიებით ბანკებს ეხმარება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close