კრიმინალისაქართველო
აშშ-ის საელჩო საქართველოს მოსახლეობას თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
„თუ USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით ვინმე თანხის გადარიცხვას გთხოვთ, არ დათანხმდეთ და გთხოვთ, შეგვატყობინოთ მსგავსი შემთხვევების შესახებ“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს FACEBOOK-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩოს ინფორმაციით, ბოლო დროს USAID-ის ლოგოს გამოყენებით, თაღლითური გზით, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები გავრცელდა, სწორედ ამიტომ ისინი პრობლემის გადაჭრისთვის შესაბამის ორგანოებთან ერთად მუშაობენ.
კომენტარები