საზოგადოებაnewsსაბერძნეთი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვა ათენში: ნახეთ 2 ოქტომბრის გრაფიკი
2 ოქტომბერს კვლავ იფიცებიან ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკები. მეტრო მთელი დღე გაჩერდება, ავტობუსები და ტროლეიბუსები კი შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ. ნახეთ გრაფიკი:
2 ოქტომბერს 24 საათის განმავლობაში არ იმუშავებს ათენის მეტრო, ასევე ე.წ. ილექტრიკო. ავტობუსები, ტროლეიბუსები და ტრამი მხოლოდ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე იმოძრავებენ. ამავე დროს, დაკეტილი იქნება პირეოსის, რაფინიისა და ლავრიოს პორტები.
გაფიცვას უერთდება ბანკების თანამშრომელთა პროფკავშირული გაერთიანებაც – შესაბამისად, არც ბანკები იმუშავებენ.
გაფიცვის ორგანიზატორები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც, მათი აზრით, მშრომელთა უფლებებს ზღუდავს.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები