იტალიაკრიმინალიმიგრაცია

იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს (ვიდეო)

იტალიის პოლიციამ ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა. პოლიციის ცნობით, მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ი. მ. და 1995 წელს დაბადებული თ. დ.

გამოძიების ცნობით, მათ ტრიესტეში მიმდინარე წლის ივლისში რამდენიმე ბინა გაქურდეს და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც იგი ქვეყანას ტოვებდა, მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close