ახალი მსოფლიო აფერა: სასწრაფოდ გათიშეთ ტელეფონი, თუ ეს კითხვა დაგისვეს
სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებას ახალი სატელეფონო აფერის თაობაზე აფრთხილებენ, რომელიც მთელ მსოფლიოში იკიდებს ფეხს.
საქმე ისაა, რომ თაღლითები კონკრეტულ პირებთან უცნობი ნომრიდან რეკავენ და ეკითხებიან: „გესმის ჩემი ხმა?“ – საბანკოდა თუ დადებითი პასუხი მიიღეს…
მათ თქვენი ხმისა და თქვენი დადებითი პასუხის ჩაწერა სჭირდებათ, რათა მერე საბანკო ბარათებთან დაკავშირებული მაქინაციები მოაწყონ.
პოლიციამ უკვე ბევრ ქვეყანაში წამოიწყო მასშტაბური კამპანია საზოგადოების გასაფრთხილებლად. მარტო აშშ-სა და ევროპაში თაღლითების ანკესზე ათასობით ადამიანი წამოეგო. გამორიცხული არ არის, ეს „სენი“ ჩვენშიც შემოიჭრას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველებიც გავაფრთხილოთ მოსალოდნელი აფერის თაობაზე.
თაღლითების მიზანი
მათი მიზანია ნებისმიერ ფასად მიიღონ თქვენგან ნებისმიერი ტიპის დადებითი პასუხი: „დიახ“, „რა თქმა უნდა“, „გეთანხმებით“…
შესაძლოა რამდენჯერმე ჩაგეკითხონ ერთი და იგივე:
• „გესმის?“
• „ვერ გავიგე, გესმის თუ არა?“
• „დამეთანხმე, თუ გესმის“…
ან სულაც სხვა შინაარსის შეკითხვა დაგისვან:
• „მუშაობთ?“
• „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ…“
აფერის პრინციპები
კიდევ ერთი ვარიანტი
შესაძლოა ერთ დღეს თაღლითებმა დაგირეკონ და მოგთხოვონ საბანკო რეკვიზიტების დასახელება იმ მიზეზით, რომ თითქოს თქვენ რაღაც საქონელი შეუკვეთეთ. ამის დასადასტურებლად კი სწორედ იმ თქვენს დადებით პასუხებს მოგასმენინებენ, რომლებიც მანამდე ჩაიწერეს.
არავითარ შემთხვევაში არავის უთხრათ საბანკო რეკვიზიტები! შესაძლოა მუქარასაც მიმართონ, თხოვნასაც, გულითად საუბარზეც გამოგიწვიონ, „ნამუსზეც აგაგდონ“, მაგრამ არ მოტყუვდეთ!
გახსოვდეთ:
• ნუ გაუბამთ საუბარს უცნობ ადამიანს ტელეფონზე.
• თუ დაგირეკეს და გითხრეს, რომ ეს რომელიღაც კომპანია სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და შეკითხვაზე ან „დიახ“ უნდა უპასუხოთ, ან „არა“, ეცადეთ, ისეთი პასუხი გასცეთ, რომელსაც საბანკო აფერისტები ვერ გამოიყენებენ.
კომენტარები