მსოფლიოპოლიტიკაnews

ტრამპმა განაცხადა, რომ უსამა ბენ ლადენის შვილი ლიკვიდირებულია

ხამზა ბენ ლადენი,  „ალ ქაიდას“ მეთაურის, 2011 წელს მოკლული უსამა ბენ ლადენის შვილი, ლიკვიდირებულია აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის პრესსამსახურმა 14 სექტემბერს გაავრცელა.

„ხამზა ბენ ლადენი, რომელსაც მაღალი პოზიცია ეკავა „ალ ქაიდაში“ და იყო ბენ ლადენის შვილი, მოკლულია აშშ-ის კონტრტერორიტული ოპერაციის შედეგად ავღანეთისა და პაკისტანის რეგიონში“, –  ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, 1 მლნ გადაიხადოს ინფორმაციაში, რომელიც ხამზა ბენ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენის საშუალებას მისცემთ. გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო, თუმცა ვაშინგტონს უნდოდა ნამდვილად დარწმუნებულიყო, რომ ხამზა ბენ ლადენი მკვდარია.

მანამდე უსამა ბენ ლადენის შვილი რამდენიმე ვიდეომიმართვაში გამოჩნდა, რომლებიც „ალ ქაიდამ“ გავრცელა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ხამზა ბენ ლადენს დაჯგუფების ერთ-ერთ მეთაურად ამზადებდნენ.

უსამა ბენ ლადენი ამერიკის სპეცრაზმმა პაკისტანში გაანადგურა 2011 წლის 2 მაისს. ამ ოპერაციის ჩატარების ნებართვა ბარაკ ობამამ გასცა, რომელიც იმ დროისათვის აშშ-ის პრეზიდენტი იყო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close