ტექნოლოგიებიჯანმრთელობა

ქართული ვირტუალური ასისტენტ-თერაპევტი, რომელიც პირველად დიაგნოზს დაგისვამთ

წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე სწერთ და ის გეხმარებათ…

წარმოიდგინეთ? და ეს მხარდაჭერა გულისხმობს თქვენ მიერ არა მხოლოდ სიმპტომებზე ინფორმაციის გაზიარებასა და მისგან მოსმენას, არამედ დიალოგით, სავარაუდო გამომწვევი მიზეზის ძიებას, დიაგნოსტირებას, ამ კონკრეტული მიმართულების სამედიცინო სპეციალისტის შერჩევასა და კლინიკაში ჩაწერასაც კი.

ასე, მაგალითად:
თუმცა ეს ყველაფერი არ არის… რა იქნებოდა, თუ ის საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეითავსებდა და მოგვიყვებოდა, მაგალითად, როგორ მუშაობს გული?
იქნებ, ჩვენთვის პროდუქტების კალორიების შესახებ ინფორმაციის მიღებაც მესენჯერიდან უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო, ვიდრე გუგლიდან? ან წონაში კლებაზე რეკომენდაციებსაც სიამოვნებით მივიღებდით, ან სულაც, იქნებ, ექიმთან ვიზიტის დრო შეეხსენებინა ჩვენთვის ვინმეს?

როგორც უკვე თავად გითხრათ, ეს DigitalMed-ია, პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში. მისი შემქმნელი კი 20 წლის გეგა თათულიშვილია, BTU-ს სტუდენტი ფინანსების ფაკულტეტიდან, რომელსაც ბავშვობიდან ძალიან უყვარს ბიოლოგია.

როგორც გეგა გვიყვება, DigitalMed-ი თავიდან აპლიკაცია იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ პლატფორმა შეიცვალა და ვირტუალურ ასისტენტს „პაციენტებთან“ კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებითაც შეუძლია. თავიდან ძალიან ბევრ დიაგნოზს სვამდა და თითქმის ყველა კითხვას სცემდა პასუხს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ არასწორი რეკომენდაციის გაცემის რისკების გამოსარიცხად, გადაწყდა, რომ DigitalMed-ი, საწყის ეტაპზე მაინც, მომხმარებლებს შედარებით ვიწრო მიმართულებით გაუწევდა პირველად დიაგნოსტირებას, თუმცა კი 100%-იანი სიზუსტით.

ქართული ენის სირთულეში კი ვგულისხმობთ იმას, რომ სიტყვების გადანაცვლების შემთხვევაში, იმის საშიშროება არსებობდა, რომ ინტელექტს რამე შეცდომით გაეგო. ამიტომ, DigitalMed-ს თუ ისეთ რამეს ჰკითხავთ, რომელიც არ ესმის, გიპასუხებთ: „ვერ გავიგე, გასაგებად მომწერე“. გამოდის, რომ არასწორ დიაგნოზს, უბრალოდ, არ დასვამს.

რაც მთავარია, ინტელექტი მუდმივად, ძალიან ბევრს სწავლობს და რაც დრო გადის, სამედიცინო სფეროში მით უფრო მეტ საკითხში ხდება კომპეტენტური ვირტუალური ასისტენტი.

როგორც გეგა ზოგადი გამოცდილებით ამბობს, ხშირად ხდება ხოლმე, რომ პაციენტები თვითნებურად იტყუებიან, ან არ უნდათ ხოლმე რაღაც სიმპტომის გამჟღავნება, თუმცა „თუ ინტელექტი დაეჭვდა, რომ რაღაც შეუსაბამობაშია, მას შეუძლია ისეთი შებრუნებული კითხვის დასმა, რომ გამოგიჭიროს. შანსი არაა, მოატყუო“, – ამბობს გეგა.

უფრო დეტალურად, როგორ შეიქმნა DigitalMed-ი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს რეკომენდაციებს და როგორია მისი განვითარების პერსპექტივები, წაიკითხეთ აქ : 

ქართული ვირტუალური ასისტენტ-თერაპევტი, რომელიც პირველად დიაგნოზს დაგისვამთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close