ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტიდან მილიარდი რუბლი მოიპარა
55 წლის ელენე კვიმსაძეზე რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას თანამზრახველებთან ერთად განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა ედება ბრალად. საერთო ჯამში საუბარია დაღესტნის ბიუჯეტიდან თითქმის ერთი მილიარდი რუბლის მითვისებაზე.
კვიმსაძის პირადი მონაცემები ინტერპოლის საიტზე წითელი ცირკულარით აიტვირთა.
ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება დაღესტნის საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერებით აღჭურვას, საიდანაც, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის, ივან სუდორუკის ინფორმაციით, 97 მილიონი რუბლის მითვისება მოხდა.
დანაშაულებების სხვა ეპიზოდები ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება.
საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული კვიმსაძის მეუღლეზე, მურად ომაროვზეც, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად მიიჩნევა. თავად კვიმსაძე ერთ-ერთი ლიცეუმს ხელმძღვანელობდა. გამოძიების ინფორმაციით, ეს ჯგუფი სხვადასხვა მაქინაციით დაღესტნის 2009 წლიდან ბიუჯეტს ძარცვავდა, მათ შორის, სასწავლებლებში „მკვდარი სულების“ რეგისტრაციის გზით. ამავე საქმეში ფიგურირებს დაღესტნის განათლების მინისტრის მოადგილეც.
primetime.ge
კომენტარები