მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

რომის პაპი კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილებაზე ხმამაღლა ალაპარაკდა

რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილებაზე ხმამაღლა პირველად ალაპარაკდა. აფრიკის ტურიდან დაბრუნებულ პაპ ფრანცისკეს ჟურნალისტებმა კონსერვატორი სასულიერო პირების, ტელეარხებისა და სხვა ამერიკული ვებგვერდების კრიტიკაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ რომის პაპმა კონსერვატორი სასულიერო პირები გააკრიტიკა. პაპის განცხადებით, ამ ადამიანებს არ სურთ „ეკლესიისთვის სიკეთე“, არამედ მხოლოდ „პაპების შეცვლაზე, სტილის შეცვლასა და სქიზმაზე საუბრობენ“.

აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებმა რომის პაპი მისი შეხედულებების გამო ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკეს.

კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი ამერიკელი, ასევე, სხვა ქვეყნების სასულიერო პირი რომის პაპს რწმენის შესუსტებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ რომის პაპის პოზიციით იმიგრაციისა და გარემოს საკითხებთან დაკავშირებით.

medinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close