ჰოროსკოპი

სექტემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

წარმატებების მომტანი, მოვლენებით დატვირთული სექტემბერი გველოდება. პლანეტების კონფიგურაცია ფულად ნაკადებზე ზემოქმედებას მოახდენს. ასტროლოგები გვიყვებიან, როგორი იქნება ფინანსური თვალსაზრისით მიმდინარე წლის შემოდგომის პირველი თვე.

სექტემბერი გაცილებით მშვიდი, სტაბილური და წარმატებული იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი აგვისტო. აქტიური მერკური ამბიციური ქალწულის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში პერსპექტიულ შესაძლებლობებს გაგვიხსნის სოლიდური შენაძენებისთვის, ინიციატივებისთვის, სამუშაოზე თუ ბიზნესში. შემოდგომის დაძაბულობას ქმნის სიცრუის, ჭორისა და თვალთმაქცობისკენ მიმართული რეტროგრადული ნეპტუნი. გაიძვერები სექტემბერში უფრო დახვეწენ თავიანთ „ხელოვნებას“, ასე რომ, ტყუილის და თაღლითობის მსხვერპლად გახდომის რისკი შემოდგომის პირველ თვეში ჩვეულებრივზე მაღალი იქნება.

 

ვერძი

სატურნი ითვლება პლანეტად, რომელიც კეთილისმყოფლად მოქმედებს გულმოდგინედ მომუშავეებსა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებზე. სექტემბერში იგი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და ვერძებს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ეს ნიშნავს, რომ ამ თვეში თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება. 13-იდან 18 სექტემბრამდე ვერძებისთვის კარგი პერიოდია, რათა ადრე გადადებული, თითქმის დასრულებული საქმეები მოაგვარონ. ასტროლოგები გთავაზობენ შეადგინოთ საქმეების სია და გეგმის მიხედვით შეასრულოთ, ერთმანეთის მიყოლებით, თან კმაყოფილებით დააკვირდეთ, როგორ იცვლება ცხოვრება უკეთესობისაკენ. ვერძებმა შესანიშნავად იციან კიდეზე ბალანსის დაცვა, აგრეთვე, წამგებიანი სიტუაციებიდანაც კი სარგებლის მიღება.

 

კურო

ქალწულის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში მყოფი მეგობრული მერკურის გვერდით არენაზე გამოდის ვენერა, რომელიც არა მარტო სასიყვარულო, არამედ (რასაც ხშირად ვივიწყებთ) ფინანსურ სფეროსაც მფარველობს, ამიტომ სექტემბერში კუროებში მეწარმე და სტარტაპერი გაიღვიძებს – ინფორმაციასთან (განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით) წარმატებით მუშაობა მათ ადვილად გამოუვათ. ეს თვე უნდა დაუთმოთ მოგების დათვლას და ბიუჯეტის დაგეგმვას. სასარგებლო იქნება მუშაობა საკუთარ ენერგეტიკაზე, რადგანაც მისი მდგომარეობა ფინანსებზეც აისახება. სექტემბერში მთავარია, რომ იყოთ უფრო გაბედული, გახსნილი და თავისუფალი, უფრო დაჟინებული და საკუთარ თავს აუკრძალოთ სიამოვნება, რომ მაცდუნებელ წინადადებებზე დათანხმდეთ.

 

ტყუპი

სექტემბერში ტყუპებს შეუძლიათ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა შეცვალონ, თუ თვითონაც შეიცვლებიან. დროა უარი თქვათ სიტყვებსა და გამოთქმებზე, რომლებიც სიღარიბეს იზიდავენ და ირწმუნოთ საკუთარი თავის. ეს ძნელი არ იქნება, რადგან გაძლიერებული მერკური, რომელიც ტყუპების მფარველია, დაგეხმარებათ, რომ უკეთესი გახდეთ. მართალია, აქტიური შრომითი საქმიანობა შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებზე, მაგრამ რას იზამთ?! – ასეა მოწყობილი ცხოვრება: ის საქანელაა, რომელზეც წონასწორობის შენარჩუნება მარტივი არ არის. საბედნიეროდ, ასტროლოგები საკითხის გადაწყვეტასაც გვთავაზობენ – გადაიტანეთ პარტნიორის ყურადღება სხვა რამეზე, მაგ., სთხოვეთ მას სამოგზაურო ტურის დაგეგმვა ან ახალი დივანის შერჩევა.

 

კირჩხიბი

რეტროგრადული ნეპტუნი ძლიერ ზეგავლენას მოახდენს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებზე. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ ცოტა ხნით შეჩერდნენ და გარშემო მიმოიხედონ: კირჩხიბები მოტყუების, უპატიოსნო კონკურენციის და თაღითობის რისკის წინაშე დგანან, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კარგი ინტუიცია გაქვთ – სწორედ თქვენი ინტუიცია მიგანიშნებთ, როდის თქვათ უარი პროექტზე და როდის არ ჩაერთოთ მომხიბვლელ, თუმცა კრახისთვის განწირულ ავანტიურებში. სამუშაო დღეები – ცალკე პრობლემაა: კირჩხიბებს შესაძლოა თავს დაატყდეთ კოლეგების ან ხელმძღვანელობის კრიტიკა. ამის თავიდან ასაცილებლად შურიანი და არაკეთილმოსურნე ადამიანებისგან დამცავი „გარსი“ აიფარეთ, ან ნაკლები ისაუბრეთ საკუთარ გეგმებსა და წარმატებებზე.

 

ლომი

სექტემბრის პირველ 2 დეკადაში ლომები ნამდვილი ფულის წვიმის ქვეშ მოყვებიან. მოკავშირე მზე, რომელიც ჰარმონიაშია ქალწულის თანავარსკვლავედთან, ამ ნიშნის წარმომადგენლებს კეთილსაიმედო თვეს ჰპირდება საქმიანი ურთიერთობებისა და კარიერული წინსვლისთვის. დაწყებული საქმეების შედეგად, ბოლოს და ბოლოს, დაიწყება დიდი ხნის ნალოდინარი ფინანსური შემოსავლების შემოდინება. ახალი შესაძლებლბების მძლავრი ქარიშხალი ლომებს აიტაცებს და ბარიერებისა და კონკურენტების ხრიკებისგან შორს, მიუწვდომელ სიმაღლეებზე აიყვანს. ჰოროსკოპის მიხედვით, პირველიდან 22 სექტემბრადე მათ პერსპექტიული მიზნების და კეთილსაიმედო გეგმების რეალიზაცია ელოდებათ. ეს პერიოდი საუკეთესო იქნება ინიციატივების გამოვლენისთვის, პოზიციების გამყარებისა და ბანკში ანგარიშების შევსებისთვის.

 

ქალწული

მზე, მერკური, ვენერა და მარსი ქალწულის ირგვლივ აქტიურობისა და საზრიანობის ქარიშხალს დაატრიალებენ, მრავალი ასპექტით. სექტემბრის პირველი კვირები სავსე იქნება შეხვედრებით, სატელეფონო საუბრებით, მიღწევებითა და ახალი მიზნებით. თუ პირველიდან 14 სექტემბრამდე თქვენს გზაზე პერსპექტიული შესაძლებლობა გამოჩნდება, ესე იგი, მოვიდა დრო, ცხოვრების სადავეები საკუთარ ხელში აიღოთ. მართალია, ახალი შესაძლებლობები სექტემბერში შესაძლოა მოსაწყენი და ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ისინი თქვენი კარიერული წარმატების და დიდი ფინანსური შემოსავლების წყარო გახდება.

 

სასწორი

სექტემბერში მერკური, ვენერა და ცოტა მოგვიანებით – მზე სასწორის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში იქნებიან, მარსი კი – ქალწულში, რაც სასწორებს საშუალებას მისცემს, მკვდარი წერტილიდან დაძრან მნიშვნელოვანი, თუმცა დიდი ხნის წინ შეჩერებული საქმეები. მათ სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, კეთილგონიერება, თავშეკავებულობა და პროდუქტიულობა დაუბრუნდებათ, რაც თვის ბოლოსთვის წარმატებას და სერიოზულ ფინანსურ შემოსავლებს მოიტანს. სექტემბრის პირველი ორი დეკადა კი მშვიდად, უპრობლემოდ გაივლის, მკვეთრი რყევების გარეშე: ამ პერიოდში იღბალი სასწორებისკენ გადაიხრება. არსებობს ისეთი სიტუაციის წარმოქმნის რისკიც, როდესაც ფინანსებზე ანგარიშგება მოგიწევთ. ხარჯები, შენაძენები, მოგება თუ კრედიტი? – მნიშვნელობა არ აქვს: სასწორებს აქვთ არა მარტო  ნებისმიერი ციფრებით ბრწყინვალედ ოპერირების, არამედ მიმდინარე მოვლენების სათანადოდ შეფასების შესანიშნავი უნარი.

 

მორიელი

მორიელებს ფინანსურ სფეროში შესაძლოა სირთულეები შეექმნათ სატურნის ძლიერი ნეგატიური პოზიციის გამო. 18-იდან 30 სექტემბრამდე მორიელებს, სავარაუდოდ, გაუჩნდებათ სურვილი, თავი დააღწიონ ძველი ხელმძღვანელობის ან ახალი პარტნიორების მიერ თავსმოხვეულ გავლენას და კონტროლს. „ამინდი ოფისში“ მოღრუბლული იქნება და მორიელებზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა  ფულადი შემოსავლების და წარმატებების ნაკადი დაძაბულობას გაანეიტრალებს და ცხოვრებას ხალისიან ფერებს დაუბრუნებს.  მორიელებს წარმატება ელოდებათ სხვადასხვა სახის შეკრებებზე, ტრენინგებსა თუ სასწავლო სემინარებზე. სექტემბერში განსაკუთრებით მაღალია ალბათობა, სწორდ ასეთი სახის ღონისძიებებზე შეიძინოთ გამდიდრებისთვის აუცილებელი გამოცდილება.

 

მშვილდოსანი

სექტემბრის პირველ კვირებს მშვილდოსნები რეტროგრადული სატურნის ზეგავლენით გაატარებენ. მათ წარსული თავს შეახსენებთ – დაბრუნდება ძველი პრობლემები, შემთხვევით განახლდება უკვე დავიწყებული საქმეები, გაცოცხლდება დიდი ხნის წინ მიტოვებული გეგმები. არ არის საჭირო ნერვიულობა, ზოგჯერ შესაძლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა და საჭირო ნაპირამდე მიღწევა. 18 სექტემბერს, როგორც კი სატურნი პირდაპირ მოძრაობას განაახლებს, ფინანსური პრობლემების ღრუბლებიც გაიფანტება. თვის ბოლოს მშვილდოსნების მგრძნობელობა და ინტუიცია გაძლიერდება, მათ შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრებიც კი დაესიზმროთ, წარმატების მომტანი შესაძლებლობები დაინახონ და ადამიანთა აზრების წაკითხვა შეძლონ – მაგალითად, იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ მოტყუებას შეეცდებიან.

 

თხის რქა

თხის რქებს მარსი, რომელიც ქალწულის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედშია „გამაგრებული“, შესანიშნავ პირობებს უქმნის საოჯახო საქმეების წარმოებისთვის და ისეთ სფეროებში თვითრეალიზაციისთვის, რომლებსაც ფინანსური შემოსავლები არ მოაქვთ. სამაგიეროდ, ნებისმიერი საქველმოქმედო აქცია, შემოქმედებითი ინიციატივა, კოლეგების დახმარება ძალზე შედეგიანი იქნება და თუ აღიარებასა და წახალისებას არა, ორმხრივ სიხარულს მოგიტანენ. ასტროლოგები გირჩევენ, სექტემბერი საკუთარ თავს და პროფესიულ ზრდას დაუთმოთ, სწორედ ამ პერიოდში შეძლებთ წარმატებით მუშაობას საკუთარ თავზე და ახალი ცოდნების შეძენას.

 

მერწყული

მერწყულებისთვის სექტემბერი არის თვე, როდესაც მათი შემოქმედებითი ნატურა მთელი სისრულით გამოვლინდება. ნეპტუნის და სატურნის ზემოქმედება მერწყულებს შესძენს ძალებს, მისცემს დროს და სახსრებს გაჭიანურებული საქმეების დასამთავრებლად, აგრეთვე, პერსპექტივებს ფულადი შემოსავლებისა და კარიერის სფეროში. ასტროლოგები ურჩევენ მათ, განავითარონ საკუთარი დარწმუნების ნიჭი, რაშიც ნეპტუნიც დაეხმარებათ. საკუთარი იდეების განვითარებით, მერწყულებს ყველა შანსი აქვთ, რომ წარმატებას მიაღწიონ. სატურნი კი, რომელიც თავის რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს, ხელს შეუწყობს მათ, რათა სამუშაოზე წარმატებას მიაღწიონ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოხერხებულობა და არასტანდარტული მიდგომა. პირველიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში შეგიძლიათ „თავით გადაეშვათ“ ახალ პროექტებში.

 

თევზები

თევზებს უსიამოვნებები შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებში დაეწყოთ, როდესაც ვენერას ალერსიანი გავლენა შიშისა და მერყეობის ძლიერი შემოტევებით შეიძლება შეიცვალოს რეტროგრადული ნეპტუნის გამო. შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაში თვის ბოლო კვირებში თევზებს პოზიტიური აზროვნება და სასიამოვნო ამბები დაეხმარება. მეგობრების და ოჯახის წევრების თანადგომა ამ პერიოდში შესაძლებლობას მოგცემთ განიტვირთოთ და ოპტიმიზმით შეხედოთ ფინანსურ სიძნელეებს. თვის ბოლოს კი პლანეტები წარმატებისა და იღბლისკენ მკვეთრ შემობრუნებას გპირდებიან. თევზებისთვის რეკომენდებულია, რომ უფრო ორგანიზებულები და გაწონასწორებულები იყვნენ.

თამთა გურული

წყარო: dailyhoro.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close