საზოგადოებასაბერძნეთი

დიმიტრის ლიბეროპულოსი: ონასისმა თავისი შვილის მკვლელების ვინაობა იცოდა, მაგრამ ისინი არ დასაჯა (?!)

17 აგვისტოს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელგანთქმული ბერძენი ჟურნალისტი დიმიტრის ლიბეროპულოსი, რომელიც არა მარტო აღწერდა ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, არამედ მათთან მეგობრობდა კიდეც. ლიბეროპულოსს განსაკუთრებული ახლობლობა აკავშირებდა სახელგანთქმულ ბერძენ მულტიმილიონერ არისტოტელე ონასისთან.

დიმიტრის ლიბეროპულოსი საკუთარ ვებსაიტზე წერდა, რომ ონასისის გარდა მეგობრობდა მარია კალასთან, მელინა მერკურისთან და მანოს ხაძიდაკისთან.

ითვლება, რომ ლიბეროპულოსისთვის ცნობილი იყო ონასისის ბევრი საიდუმლო. ბევრი ჟურნალისტი შეეცადა ამ საიდუმლოების გაგებას, მაგრამ ლიბეროპულოსი მათ შესახებ არ საუბრობდა. სიკვდილის წინა დღეებში მან რამდენიმე ინფორმაცია მაინც გასცა. კერძოდ, მისი თქმით, ონასისისთვის ცნობილი იყო მისი ვაჟის მკვლელების ვინაობა, მაგრამ მათ დასასჯელად არაფერი გაუკეთებია, რადგან მეორე შვილის, ქრისტინას სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ სურდა.

ლიბეროპულოსმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები, რომ ონასისსა და მარია კალასს საერთო შვილი ჰყავდათ, რომლის ვინაობას მალავდნენ. მისი თქმით, კალასს გინეკოლოგიური პრობლემები ჰქონდა და არ შეეძლო ბავშვის გაჩენა. საბოლოოდ, ცნობილმა ჟურნალისტმა ონასისის საიდუმლოებები საფლავში წაიღო… თუმცა ვინ იცის, არსებობდა კი რაიმე დიდი საიდუმლო?

დიმიტრის ლიბეროპულოსი 22 აგვისტოს ათენის პალიო ფალიროს სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close