ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე წიგნების მაღაზიაში ქურდობის მცდელობისას დააკავეს

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე წიგნების მაღაზიაში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, 43 წლის მამაკაცი მაშინ აიყვანეს, როდესაც იგი ერთ-ერთი პრესტიჟული წიგნების მაღაზიიდან მობილური ტელეფონის ელემენტისთვის საჭირო ხელსაწყოს მოპარვას შეეცადა.

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ამჟამად მომხდარის გამოძიება გრძელდება.

1tv.ge
კომენტარები