მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

ქართველი სტუდენტების აქცია ბერლინსა და მიუნხენში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ქართველი სტუდენტების ინიციატივით, 15 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე მიუნხენსა და ბერლინში გაიმართა აქცია რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის  და გუგუტიანთკარში რუსი საოკუპაციო ძალების მიერ ქართული მიწების მორიგი მიტაცების გასაპროტესტებლად.

მიუნხენში, მარიენპლაცზე გამართულ აქციას გერმანელი, ესტონელი და ლიეტუველი მონაწილეებიც შეუერთდნენ. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები გმობენ რუსულ აგრესიას, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების მუდმივ შელახვას და საერთაშორისო საზოგადოებას, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ ქმედითი ზომები რუსეთის შესაჩერებლად და საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების დასაცავად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close