მსოფლიოხელოვნებაკულტურასაზოგადოება

ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს აუქციონზე £28 მილიონად გაყიდული მონეს ტილო ქვეყანაში დატოვოს

ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა ლეგენდარული იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ფერწერული ნამუშევრის – „დოჟების სასახლის“ ქვეყნიდან გატანა. ამის თაობაზე BBC იუწყება.

1908 წელს შექმნილი ტილო თითქმის 100 წლის განმავლობაში ლონდონში მცხოვრები ოჯახის საკუთრება იყო. ნახატი ბერლინელმა მეწარმემ ერიჰ გერიცემ 1925 წელს იყიდა. შემდეგ ის 1930 წელს საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა. ნახატი ოჯახში ინახებოდა მანამდე, ვიდრე მისი გაყიდვა არ გადაწყდა.

Sothebys-ის აუქციონზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, კლოდ მონეს „დოჟების სასახლე“ 27,5 მლნ ფუნტად შეიძინა ანონიმმა მყიდველმა.

ნახატის უცხოელი მფლობელი ტილოს ქვეყნიდან გატანას გეგმავდა. ნახატის მფლობელის ვინაობას არ ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობას მხოლოდ დროებით შეუძლია მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრის საზღვარგარეთ გატანის შეჩერება. ბრიტანულ გალეერებს სამი თვე აქვთ იმისათვის, რომ ნახატის ღირებულების თანხა შეაგროვონ, რასაც კიდევ დღგ-ის სახით 706 800 ფუნტი ემატება.

ბრიტანეთის ხელოვნების მინისტრის, რებეკა პოს თქმით, მონეს ეს ქმნილება მხატვრის შემოქმედების უიშვიათესი და ულამაზესი ნიმუშია და ყველაფერი უნდა იღონონ, რომ საგანძური დიდ ბრიტანეთში დარჩეს.

კლოდ მონემ „დოჟების სასახლე“ 1908 წელს, ვენეციაში ყოფნის დროს შექმნა სამი სხვადასხვა ვერსიით. „სოთბიზე“ გაყიული ვერსიის გარდა ორი სხვა ფერწერული ტილოდან ერთი ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში ინახება, მეორე კი – ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close