რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგია

რა ფერის ჭურჭელი დაგაკარგვინებთ მადას და წონაშიც დაიკლებთ

კვლევების თანახმად, ადამიანის განწყობაზე, მადასა და ემოციურ მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს იმ ჭურჭლის ფერი, რომლიდანაც იკვებება.

თეთრ ჭურჭელს თითქმის ყველა ადამიანი ნეიტრალურად აღიქვამს. მასზე ყველანაირი კერძი ძალიან მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურება, განსაკუთრებით წვნიანი კერძები.

ყვითელი ფერის ჭურჭელი ადამიანში სიმაძღრის ასოციაციას აღძრავს, ამიტომ, როგორც დაკვირვებებმა დაადასტურა, ყვითელი ჭურჭლიდან ადამინები გაცილებით ცოტას ჭამენ.

წითელი ფერის ჭურჭელი ადამიანებში მოუსვენრობას იწვევს და რაგინდ მშივრებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მადა ეკარგებათ. სასურველია თეთრი ფერის ჭურჭელი მცირე ზომის წითელი დეტალებით.

ცისფერი ჭურჭელი ხელს უწყობს მაგიდასთან დისკუსიების და კამათის წარმოშობას. ცისფერ ჭურჭელში განსაკუთრებით კარგად ჩანს სალათები და ხილი, ხოლო ჩაი და ყავა განსაკუთრებით ცუდად აღიქმება. კარგია, თუ ცისფერი ჭიქები შიგნიდან თეთრი ფერის იქნება.

შავი ელეგანტური და განსაკუთრებული ფერია ჭურჭლისათვის, მაგრამ ყველა ადამიანი მასზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ყველაზე ხშირად შავი ფერის ჭურჭელი უსიამო შეგრძნებას იწვევს, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ საჭმელი უგემურია და შეიძლება საერთოდ მოიწამლონ კიდეც.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close