ფსიქოლოგიარჩევები

თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ – მარტივი, თუმცა საყურადღებო რჩევები

თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ და საზოგადოებასთან ურთიერთობა გაგიადვილდეთ, ადამიანებსაც სიამოვნებდეთ თქვენთან კონტაქტი, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი:

თავს მოერიეთ და ჭორაობას მოეშვით. საუბრისას ეცადეთ არ განავრცოთ ვინმეს მიერ წამოჭრილი თემა, ვიღაცის გაკილვა-გაჭორვას არ შეუერთდეთ…

ნებისმიერ კოლექტივში ერთი-ორი ჭორიკანა მაინც არის. ეცადეთ ამოიცნოთ ისინი და მათთან ურთიერთობას მოერიდოთ.

სანამ რაღაცას იტყოდეთ, გაიხსენეთ – „ჩემი ენა ჩემი მტერია“. მოერიდეთ დაუფიქრებელ განცხადებებს, უაპელაციო გამოთქმებს. თქვენს აზრებს წაუმძღვარეთ სიტყვები: „მე ასე მგონია“, „შეიძლება ვცდები, მაგრამ…“ თქვენს სიტყვებში სიმართლეც რომ იყოს, მაინც, სანამ რამეს იტყოდეთ, იფიქრეთ, ზიანს ხომ არ მოუტანს თანამოსაუბრეს, ან იმას, ვისზეც ლაპარაკობთ.

ჭორიკნები და მოლაქლაქეები პატივისცემით არასოდეს სარგებლობდნენ. დღეს ტყუილისთვის დუელში არავინ არავის იწვევს, მაგრამ ცრუპენტელებს სახელი შელახული აქვთ.

თუ ჭორის მსხვერპლი გახდით, ნუ განრისხდებით და ნურც ნურავის გალანძღავთ, ეს ნერვების ფუჭი გლეჯაა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მაგრამ თუ მაინც ვერ ისვენებთ, დაფიქრდით: თქვენ ხომ არ მიეცით ჭორის საბაბი? როგორ ხალხს ანდეთ თქვენი საიდუმლო?

ძალიან მარტივი რჩევებია, თუმცა, გვერწმუნეთ, მეტად მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის გზაზე.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close