ჰოროსკოპი

აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

აგვისტო, ზაფხულის ბოლო თვე, მერკურის გავლენის ქვეშ ხვდება, რომელიც ჯერ ლომის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედშია, შემდეგ კი – ქალწულში გადადის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უჩვეულო თვე გველოდება. ასეა თუ ისე, ნერვიულობის საბაბი ბევრი  არ გვექნება – შექმნილ ასტროლოგიურ სიტუაციას, მთლიანობაში, მატერიალური წარმატებისკენ მივყავართ, თუმცა სიურპრიზებიც არ უნდა გამოვრიცხოთ. იმისათვის, რომ წინასწარ იყოთ მომზადებული, გაეცანით ფინანსურ ჰოროსკოპს და ვარსკვლავების რეკომენდაციებს.

 

ვერძი

ვერძებს მფარველობს ლომის თანავარსკვლავედში მყოფი მარსი, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში ამ ნიშანს სტაბილურობამდე მიიყვანს. ზოგიერთი სიძნელე თვის ბოლოსკენ იჩენს თავს.  აგვისტოს მეორე დეკადაში ლომის ნიშანში 18-დღიანი ყოფნის შემდეგ მარსი ქალწულის თანავარსკვლავედისკენ გაემართება. ენერგიების ცვლილება მატერიალურ სფეროში გაუგებრობებს გამოიწვევს. ვერძებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ზაფხულის ბოლო კვირების განმავლობაში სამუშაოს არ მოსწყდნენ, შეუძლიათ არ იღელვონ და მშვიდად იყვნენ. 18-იდან 31 აგვისტომდე განსაკუთრებით დიდია ქონებრივი და ფინანსური კამათის ალბათობა. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ სხვადასხვა სიტუაციასა და შემთხვევისთვის მოემზადონ: როგორც კარგი, ისე არც ისე კარგი სიტუაციებისთვის. პრობლემებში, უმეტესად, დამნაშავე თავად ვერძები იქნებიან – უფრო ზუსტად, მათი იმპულსური ქცევა და გაუაზრებელი საქციელები.

 

კურო

მატერიალურ სფეროში ერთგვარი უძრაობა შეიმჩნევა. დროის დიდ ნაწილს ვენერა ლომის ზოდიაქოში ატარებს, ხოლო შემდეგ – ქალწულის ზოდიაქოში შევა. 21-31 აგვისტო ნეგატიური სიურპრიზებით მდიდარი შეიძლება აღმოჩნდეს. ასტროლოგები მოგიწოდებენ იფრთხილოთ, განსაკუთრებით შენაძენებთან დაკავშირებით –  ვენერა ამ თვეში ხშირად მოულოდნელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებთ. კუროებისთვის აგვისტოში რეკომენდებულია ეკონომიის რეჟიმში ცხოვრება ყველა თვალსაზრისით: ფინანსები იქნება ეს, ძალების და ენერგიის ხარჯვა თუ ნერვების გაფრთხილება. განსაკუთრებით არ გირჩევენ ვარსკვლავები ფულის ხარჯვას ეგოისტური მიზნებისთვის – სხვებისთვის მატერიალური დახმარება ამ აკრძალვაში არ შედის, მაგრამ საკუთარი ახირებებისთვის ფულის ხარჯვა საბოლოო ჯამში ხანგრძლივვადიან ზარალს მოგაყენებთ. საყიდლებისთვის კუროებმა უმჯობესია თვის ბოლოს იზრუნონ.

 

ტყუპი

ტყუპებისთვის აგვისტო მისტიკური მოვლენებითა და უცნაური შემთხვევითობებით სავსე თვე აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ხელს შეგიშლით მუშაობასა და მოვლენების ფხიზელი თვალით აღქმაში. მაგნეტიზმის შემცირებას, რომელსაც რეტროგრადული ნეპტუნი იწვევს, ნეგატიური ფიქრებისა და აზრების დაბლოკვით შეძლებთ. ასტროლოგები, აგრეთვე, გირჩევენ, ამ თვეში სკეპტიკურად მოეკიდოთ გარშემომყოფთა რჩევებს და იდეებს, ხოლო ფინანსური საკითხების გადაწყვეტა თვის ბოლოსთვის გადადოთ. მნიშვნელოვანია, რომ შინაგანი სიმსუბუქე შეინარჩუნოთ, ასეთ შემთხვევაში ტყუპებს გარანტირებული აქვთ წარმატება საქმიან სფეროში და რეალური პერსპექტივები სამსახურში. მთავარი რჩევაა, თქვენი აზროვნება პოზიტივზე „დააპროგრამოთ“, რათა ფინანსური კუთხით წარმატებული თვე გქონდეთ.

 

კირჩხიბი

აგვისტო – საუკეთესო დროა ოცნების კოშკების ასაგებად და ახალი ჩანაფიქრებისთვის, ახალი მიზნების დასახვისა და მათი რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. ვენერა ლომის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში მოგცემთ ძალებს და სურვილს, ერთი ხელის მოსმით გაერკვეთ პრობლემებსა და საქმეებში, რომლებიც ტვირთად გაწვათ და სტაბილურობის მოპოვებაში გიშლიდათ ხელს. ასტროლოგები არ გირჩევენ ამ მისწრაფებას შეეწინააღმდეგოთ: პირველიდან 21 აგვისტომდე პერიოდი ნამდვილად კარგი დროა საიმისოდ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და ახალი დაიწყოთ. შესაძლოა ინტუიციის ტალღაზე გადაწყვეტილების მიღება კირჩხიბებისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდეს, თუმცა ის სავსებით რაციონალური და ოპტიმალური იქნება.

 

ლომი

ლომებს აგვისტოში არა მარტო მზის პოზიტიური გავლენა ელოდებათ, არამედ კარიერული წინსვლაც, მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაც და დამსახურებების აღიარებაც. წარმატების მეორე მხარეა სერიოზული პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მათთვის, ვინც ლომზეა დამოკიდებული – ხელქვეითები, კოლეგები, დაქირავებული მუშაკები, ოჯახის წევრები. მსგავსი პრობლემების რისკის შემცირება შეიძლება, თუ წესად დაამკვიდრებთ, რომ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი იყოთ და ზემოდან არ უყუროთ.

ქალწულის ზოდიაქალურ თანავასკვლავედში მზის შესვლის შემდეგ დგება დრო, როდესაც ფულთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ. ლომები კვლავაც სავსე იქნებიან ძალებით და აზარტით, თუმცა მიშვნელოვანი ნაბიჯები 23-იდან 31 აგვისტომდე პერიოდში მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადადგათ, რაც ყველა რისკს აწონ-დაწონით. საყიდლებისა და გართობისთვის გამოსასვლელი დღეები გამოყავით, ხოლო სამუშაო დღეები ზომიერ დანახარჯებს და შემოსავლის მიღებას დაუთმეთ, თუმცა არც ის დაგავიწყდეთ, რომ მატერიალურის გარდა სულიერი სიმდიდრეც არსებობს.

 

ქალწული

აგვისტო ქალწულებისთვის საუკეთესო თვეა ფინანსური თვალსაზრისით. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უნარი ექნებათ ფული, პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერიდან „გააკეთონ“, თუმცა სარისკო გადაწყვეტილებების, ინვესტიციებისა და პროექტებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ – არსებობს საშიშროება, რომ შენაძენთან ერთად დანაკარგიც გექნებათ. მერკური, რომელიც ლომის თანავარსკვლავედს გაივლის, მტერიალური საკითხების არასტანდარტულ გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანთ, დაგეხმარებათ შემოსავლის დამატებითი წყაროს მოძებნაში და ყველა გარემოების თქვენს სასიკეთოდ შემობრუნებაში. მთელი აგვისტოს განმავლობაში ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ წვრილმანებს, არ გამორჩეთ მინიშნებები „ზემოდან“ და ნიადაგი მოამზადონ სამომავლოდ. კარგი იქნება, თუ ქალწულები თავიანთი ზოდიაქოს ნიშნის ტალანტებს გაიხსენებენ  და დამხმარეთ საკუთარ ძლიერ მხარეებს გამოიყენებენ.

 

სასწორი

ზაფხულის ბოლოს სასწორებს ფინანსური საქმეების მოგვარება მოუწევთ: დაიანგარიშებენ მოგებას, დაგეგმავენ ხარჯებს, სამომავლოდ დანაზოგს გადადებენ, ჩადებენ თანხას პერსპექტიულ პროექტებში და მომდევნო რამდენიმე თვის ფინანსურ პროგნოზებს შეიმუშავებენ. ასე რომ, ამ ყველაფრით თუ თვის დასაწყისიდანვე დაკავდებით, შეძლებთ თქვენს მომავალ წარმატებას საძირკველი ჩაუყაროთ. პირველიდან 21 აგვისტომდე პერიოდი სასწორებისთვის კეთილსაიმედოა ფულადი სახსრების მხრივ. მიღებული გადაწყვეტილებები ლომის თანავარსკვლავედში მყოფი ვენერას ზეგავლენით დადებით ზეგავლენას მოახდენს კარიერულ და ფულად სფეროებზე მომავალში. სასწორებს სიფრთხილე მართებთ აგვისტის ბოლო 10 დღის განმავლობაში: იმან, რაც ერთი შეხედვით ბრწყინვალე იდეად გეჩვენებათ, შესაძლოა ზედმეტი პრობლემები მოგიტანოთ. გარდა ამისა, ასტროლოგები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ ანგარებიანი და ეგოისტი ადამიანებისაგან – ისინი დიდ ზიანს მოგაყენებენ.

 

მორიელი

მორიელებს არაპროდუქტიული თვე ელოდებათ, უმეტესად, რეტროგრადული სატურნის აქტიურობის გამო. ასტროლოგების რჩევით, ყველაზე სწორი იქნება, თუ აგვისტოს ძალების აღდგენას, რუტინულ (თუმცა მარტივ) სამუშაოს და დასვენებას დაუთმობთ. მათი მფარველი პლანეტის ასპექტებმა და მისმა რეტროგრადულმა მოძრაობამ შესაძლოა მორიელებს გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისა და სიამოვნებისა და გართობისთვის ფულის უაზრო ხარჯვისკენ უბიძგოს. აგვისტო კრიზისული თვეა, როდესაც ფინანსურ საქმეებში აუცილებელია ზუსტად გათვლილი დაგეგმვა. შესანიშნავი დროა მედიტაციისთვის, დასვენებისთვის, კითხვისთვის, სწავლისა და მოგზაურობისათვის.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ერთ-ერთია იმ იშვიათ ნიშანთაგან, რომლებსაც ლომის თანავარსკვლავედში მყოფი მზე  საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ბედი და შესაძლებლობები, ამიტომ ისინი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. პირველიდან 21 აგვისტომდე მშვილდოსნებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ ფულად წარმატება. სამუშაოზე ყველანაური სიურპრიზისთვის მზად უნდა იყვნენ – პრემიებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან წახალისებით დაწყებული, ახალი თანამდებობით დამთავრებული. აგვისტო ბევრ რამეს თავ-თავის ადგილზე დააყენებს. ამ თვეში განსაკუთრებით რეკომენდებულია ვალების დაბრუნება, ფინანსური ვალდებულებების შესრულება, ახლობლების ფულადი დახმარება, აგრეთვე, საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოება. სიფრთხილე მაინც გმართებთ თვის ბოლოსკენ.

 

თხის რქა

აგვისტოში თხის რქის საქმეები ჩვეულებრივზე ნელა წარიმართება, ხოლო სიტუაციის გამოსწორების ნებისმიერი მცდელობა დიდ ძალისხმევად დაგიჯდებათ. ჰორიზონტზეა ანტაგონისტ-ნეპტუნის რეტროგრადული მოძრაობა, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ამ სიტუაციას შეეგუოთ და ძალები დაზოგოთ – სულ ერთია, მცდელობა შედეგს მაინც არ მოიტანს. სამაგიეროდ წვრილმანები აგვისტოში ხიბლს შეიძენენ – თხის რქებს სიამოვნებას მიანიჭებს სავსებით ჩვეულებრივი და რუტინული საქმეების კეთება. სწორედ ეს „წვრილმანები“ ითამაშებენ მთავარ როლს მათ ბედსა და მატერიალურ წარმატებაში. ასტროლოგები გირჩევენ, დროებით თავი ანებოთ მასშტაბურ გეგმებსა და თავი მონოტონურ სამუშაოს მიუძღვნათ: ანგარიშებში გარკვევას, დოკუმენტების წესრიგში მოყვანას, აუცილებელი ნივთების შეძენას.

 

მერწყული

მერწყულებს საკმაოდ სარისკო პერიოდი ელოდებათ, როდესაც ხშირად მოუწევთ არჩევანის გაკეთება სტაბილურობასა და წარმატებას, სხვათა და საკუთარ მოთხოვნილებებს შორის; რჩევები და რეკომენდაციები დიდად ვერ დაგეხმარებათ – უმჯობესია საკუთარ ინტუიციას ენდოთ. საბედნიეროდ,  ლომის თანავარსკვლავედში მყოფი მერკურის პოზიტიური გავლენის წყალობით სამუშაოზე მერწყულები შესაძლოა გარშემომყოფთა მიზიდულობის ცენტრად იქცნენ. ნებისმიერი საქმე, რომლის წარმატებაც რაღაც დოზით დამოკიდებულია მომხიბვლელობის დონესა  და დარწმუნების უნარზე, გადასარევად გამოგივათ. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის ცხოვრების ფინანსური მხარე პრიორიტეტული გახდება. წარმატებული იქნება საქმეები, რომლებიც უძრავ ქონებას და ვაჭრობას, სამომავლო ინვესტიციებს და სესხებს უკავშირდება. მთავარია, მეტისმეტი არ მოინდომოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა პლუსი მინუსად გადაიქცევა.

 

თევზები

აგვისტო  თევზებისთვის წყენების, ნევროზულობის, კაპრიზულობის ტალღაზე წარიმართება, რაც არა მარტო ძალებს გამოგაცლით, არამედ საქმეებში წარუმატებლობის მიზეზიც იქნება. რეტროგრადული ნეპტუნი თევზებს ყველა ძალას გამოსწურავს. ეს გაითვალისწინეთ და თავი შეიკავეთ რთული სამუშაოსგან, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. განსაკუთრებით არაკეთილსაიმედოა ამ პერიოდში სასამართლო დავები და სესხების აღება. აგვისტოში უფულობასთან დაკავშირებული აზრები შეგაწუხებთ. მთავარია, გადაწყვეტილება ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ არ მიიღოთ. რაც არ უნდა მოხდეს, სულის სიმტკიცე შეინარჩუნეთ.

წყარო: dailyhoro.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close