ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთაც აგვისტოში ფორტუნა გაუღიმებს
აგვისტო – ძალზე მნიშვნელოვანი თვეა. ასტროლოგები აღნიშნავენ უამრავ პოზიტიურ ცვლილებას პლენეტებისა და ვარსკვლავების განლაგებაში. აქედან გამომდინარე, ისინი, აგრეთვე, გამოყოფენ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებსაც მომავალ თვეში სხვებზე მეტად გაუმართლებთ.
შეეცადეთ სტრესისა და ნეგატიური ემოციებისაგან გათავისუფლდეთ, რათა სითამამე შეიძინოთ და წარმატებას მიაღწიოთ. სუნთქვითი ვარჯიშებით შეძლებთ თქვენი ენერგეტიკის გაწმენდას ზედმეტი ნაგვისგან დროის ნებისმიერ მონაკვეთში. წარმატება ყოველთვის ჩვენშია, თუმცა ამისათვის ოპტიმისტურად აზროვნება უნდა ვისწავლოთ: სწორ წინასწარგანწყობას შეუძლია წარმატების მოზიდვა ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ტყუპი
პირველ აგვისტოს, თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით, მერკური რეტროგრადულობისგან გათავისუფლდება. ეს კარგად იმოქმედებს ტყუპების გონებრივ შესაძლებლობებზე, გააუმჯობესებს მათ შემოქმედებით პოტენციალს, აგრეთვე, საშუალებას მისცემს მათ, თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალონ.
ყველაზე მეტად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გაუმართლებთ სამუშაოზე და ბიზნესის სფეროში, თუმცა სიყვარულშიც შეიძლება ბედმა გაუღიმოთ, თუ გარშემომყოფთა მიმართ მეტისმეტად მომთხოვნები არ იქნებიან.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ტყუპებს შეუძლიათ ახლობელ ადამიანებთან შერიგებისკენ ნაბიჯი პირველებმა გადადგან, მათ ინიციატივას კარგად მიიღებენ. ეს იდეალური პერიოდია იმისათვის, რომ კოლეგებსა და ნაცნობებთან წინააღმდეგობები დამთავრდეს. უკვე აგვისტოში ტყუპებს იღბალი საშუალებას მისცემთ, რომ სიტუაცია შეცვალონ. ეს იქნება შესანიშნავი პერიოდი მოგზაურობებისთვის, საყიდლებისთვის, მთლიანობაში, გარდერობისა და გარეგული იერსახის განახლებისთვის.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის კეთილსაიმედო პერიოდი 11 აგვისტოდან დაიწყება. ამ რიცხვიდან მოყოლებული, იუპიტერი აღარ იქნება რეტროგრადული, რომელიც ასეთ მდგომარეობაში იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. აგვისტოში კირჩხიბები თავისუფლად დაიწყებენ სუნთქვას – წარმატება პირდაპირ შეიჭრება მათ ცხოვრებაში და მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით და შემოქმედებითი ენერგიით აღავსებს.
აგვისტო იქნება ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური თვე კირჩხიბებისთვის 2019 წელს. ეს იქნება დრო, როცა ნებისმიერი რამ მეორე პლანზე გადადის და მხოლოდ წინ გინდა იარო. ასტროლოგები კირჩხიბებს რეკომენდაციას აძლევენ იურიდიული საქმეებით დაკავდნენ და არ გამოავლინონ სიხარბე ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობაში. მეტი დრო დაუთმეთ და მათი ცხოვრება უკეთესი გახადეთ. უანგაროდ გაკეთებული ყველა სიკეთე მოგვიანებით ორმაგად დაგიბრუნდებათ.
ქალწული
ქალწულის მფარველია მერკური, რომელიც აგვისტოში რეტროგრადული აღარ იქნება, ხოლო 29 აგვისტოს ის გაცილებით უფრო პოზიტიური გახდება, როდესაც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადავა. აქედან გამომდინარე, ზაფხულის ბოლო დღეები ქალწულისთვის ყველაზე კაშკაშა და დასამახსოვრებელი პერიოდი იქნება.
აგვისტო რომანტიკულ ურთიერთობებსა და სიყვარულში დიდი წარმატების დროა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია წარმატებით შეუთავსოთ ერთმანეთს სიყვარული და საქმეები და არ შეგეშინდეთ, რომ რომელიმე სფეროში ფიასკოს განიცდით – დამარცხება არ გელოდებათ. ქალწულებს შეუძლიათ მრავალი ამოცანა დაისახონ, ყველაფერს წარმატებით გაართმევენ თავს. აგვისტოში პლანტების და ვარსკვლავების პოზიცია ქალწულების გონებრივ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და მათ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში დაეხმარება.
მშვილდოსანი
იდეალური დრო დგება მუშაობის, მივლინებებისა და სამუშაოს შეცვლისთვის. პლანეტები მშვილდოსნებს დაეხმარებიან, რათა საიზარმაცე და აპათია დაძლიონ და მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე გზას უჩვენებენ. აგვისტოში მშვილდოსნებს განწყობის ცვლილება, მუდმივი შფოთვა-განცდები და ნეგატივი არ ემუქრებათ. ეს თვე მათთვის სიყვარულით, სიკეთით და სინათლით სავსე იქნება.
აგვისტოში პლანეტები მშვილდოსნებს მნიშვნელოვან რამეებზე გაამახვილებინებენ ყურადღებას, ნერვიულობისა და შიშების დაძლევაში დაეხმარებიან. ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება, დანარჩენი პრობლემებისთვის კი მხოლოდ ცოტა მოთმინება და სულიერი ძალა დაგჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ივლისი მინორულ ნოტზე დასრულდება, აგვისტოში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება.
თევზები
თევზები აგვისტოში პლანეტა დედამიწაზე ყველაზე იღბლიანთა შორის იქნებიან. მთთვის საუკეთესო პერიოდი 11 აგვისტოდან დაიწყება, როდესაც იუპიტერი მისთვის ჩვეული მიმართულებით ამოძრავდება თვის მეორე ნახევარში პოზიტივს დაუმატებს მთვარე. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაფერი იდეალურად იქნება. თევზების განწყობა ამაღლდება, ისევე როგორც წარმატების შანსი საქმესა და სიყვარულში.
საკუთარი ამბიციები ნუ დაგაფრთხობთ, რადგან ამბიცია წარმატების საუკეთესო მოტივატორია. დროა სიტყვიდან მოქმედებებზე გადახვიდეთ და არ შეგეშინდეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა. ამისათვის აუცილებელი არ არის ახლობლების დახმარებას დაელოდოთ – საკმარისია მხოლოდ, რომ საკუთარი თავის გჯეროდეთ. ცოტა გაბედულება არავის აწყენს.
კომენტარები