მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

EURONEWS-ი ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

„ევრონიუსმა“ და „სილქნეტმა“ საქართველოში „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს დღეს, 25 ივლისს მოაწერეს ხელი.

„ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა. „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, ასევე, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს.

ქართულ ენაზე მოწოდებულ ევრონიუსის ინფორმაციასთან ერთად, „ევრონიუს საქართველოს“ მაუწყებლობის 20 პროცენტი საქართველოს ამბებს დაეთმობა.

Euronews-ი ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია,  რომელიც 1993 წელს დაარსდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში. ამჟამად ის ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს 160 ქვეყანაში. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close