იტალიასაზოგადოება

იტალია-საფრანგეთის საზღვართან ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

იტალია-საფრანგეთის საზღვართან თვითმფრინავების შეჯახებას ორი ბრიტანელი ტურისტი ემსხვერპლა. შემთხვევა 24 ივლისს დილის საათებში მოხდა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. თვითმფრინავის ნამსხვრევები მთიან ადგილას იპოვეს იტალიის და საფრანგეთის საზღვარზე, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 

ინგლისში რეგისტრირებული კერძო თვითმფრინავები სენ-პონთან (Saint-Pons, Alpes-de-Haute-Provence-ის კომუნა, საფრანგეთი) ახლოს მდებარე აეროდრომიდან გაფრინდნენ. ორივე ხომალდის ბორტზე სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იყო, რომელიც უმნიშვნელოდ დაშავდა, მეორე თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი – პილოტი და მგზავრი – დაიღუპა. ორივე გარდაცვლილი ბრიტანეთის მოქალაქეა, ერთი – 18 წლის იყო, მეორე კი – 37-ის.

თვითმფრინავების შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close