ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოში ჩამოვიდა ფილმში გადასაღებად
ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რივალდო საქართველოში ჩამოვიდა. ის ADJARABET.COM-ის სპორტის ელჩი გახდა. თბილისში გამომგზავრების და შემდეგ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის ამსახველი ფოტო ფეხბურთელმა INSTAGRAM-ზე გამოაქვეყნა.
დახვედრა ვარსკვლავური იყო – ფეხბურთელმა მისი სახელობის მაისურებზე და სხვა ნივთებზე ქართველ ფანებს ავტოგრაფები დაუტოვა. ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და მიღებულ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა მან.
„აჭარაბეთის“ ინფორმაციით, რივალდო ფილმ „არენაში“ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც დაკავდებიან.
ფილმის პრემიერა შემოდგომაზე გაიმართება. მსგავსი მასშტაბის პროექტს სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენელი საქართველოში პირველად განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ლეგენდა „ბარსელონაში“ 1997-2002 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 235 თამაში ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. რივალდომ 4 ტიტულის მოგება მოახერხა, 1999 წელს კი იგი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.
კომენტარები