პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
რას ჰყვება 20 ივნისის ღამეს დაშავებული მამაკაცი კომიდან გამოსვლის შემდეგ
20 ივნისის საპროტესტო აქციის ღამეს დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ აქციის დარბევის დეტალებზე ალაპარაკდა. კლინიკის დატოვების შემდეგ „ქრონიკამ“ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
46 წლის კაცი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას სპეცრაზმელების მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა. მისი განმარტებით, აქციას გვიან ღამით შეუერთდა და სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ადამიანმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.
მიღებული დაზიანებებით გრიგორიანი კლინიკაში მოხვდა და 10 დღე კომაში გაატარა. ამჟამად ის უცხოეთში განაგრძობს მკურნალობას.
კომენტარები