იტალიასაზოგადოება

სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა (ვიდეო)

იტალიაში კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

ვულკანის კრატერიდან ლავის ამოფრქვევას დიდი რაოდენობის ფერფლიც ახლავს, რის გამოც კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე კომიზოსა და კატანიის აეროპორტებმა 19 ივლისს მუშაობა დროებით შეაჩერეს.

20 ივლისს დილით ვულკანის აქტიურობამ და ფერფლის რაოდენობამ იკლო, რის შემდეგაც საჰაერო სივრცის ყველა სექტორი გაიხსნა და ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე აეროპორტებმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლეს. კატანიის აეროპორტის მმართველი კომპანია Sac-ის წარმომადგენლის განცხადებით, შეფერხება შეიძლება კიდევ იყოს, თუმცა ნელ-ნელა აეროპორტის ნორმალური მუშაობა აღდგება. მან მგზავრებს მოუწოდა, თავიანთი რეისის შესახებ ინფორმაცია ავიკომპანიაში გადაამოწონ.

ეტნა მოქმედი ვულკანია იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. ის ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი ზუსტი სიმაღლის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან მუდამ იცვლება ამოფრქვევების გამო.

მსგავს თემაზე: იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close