მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქუთაისელი სოპრანო „ლა სკალაში“ ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში იმღერებს

ქუთაისელი სოპრანო ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში, ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკკიში“ (GIANNI SCHICCHI) იმღერებს. 25 წლის ცისანა გიორგაძე „ლა სკალას“ სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება. რამდენიმე დღეში ის მსმენელის წინაშე ცნობილ ბარიტონ ამბროჯიო მაესტრისთან ერთად წარდგება.

„უკვე დავასრულეთ რეპეტიციები. სპექტაკლი 15 ივლისს გვაქვს. ეს ჩემი დებიუტია „ლა სკალაში“. ძალიან დიდი პატივია, რომ ვუდი ალენის დადგმულ სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას. მოსწონს ჩვენი შესრულება, თუმცა შენიშვნებიც მოგვცა. ემოციური და ამაღელვებელი განწყობა მაქვს“, – ამბობს ცისანა გიორგაძე.

ცისანა გიორგაძე „ლა სკალას“ აკადემიის კურსდამთავრებულია.

სექტემბერში კი ქალაქ ვიჩენცის თეატრში, „სიყვარულის ნექტარში“, ადინას როლს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ვუდი ალენის მიერ დადგმული „ჯანი სკიკის“ პირველ საპრემიერო სპექტაკლში ქართველმა ოპერის მომღერალმა ლაშა სესიტაშვილმა ბარიტონის წამყვანი პარტია შეასრულა.

ცისანა გიორგაძე ამბროჯიო მაესტრისთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close