მოგზაურობამსოფლიო
ესპანეთში ხარების რბოლის დროს სამი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
ესპანეთში, სან-ფერმინის ფესტივალზე ხარების რბოლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ორ მათგანს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მათი მდგომარეობა მძიმეა. ორი დაშავებული აშშ-ის მოქალაქეა, ერთი კი – ესპანელია. დაშავებულებს ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ.
წითელი ჯვრის ცნობით, ჯამში სამედიცინო დახმარება 48 ადამიანს გაეწია.
ფესტივალის ფარგლებში ხარების რბოლა შემდეგი კვირის ბოლომდე ყოველ დილით გაიმართება. ფესტივალის მონაწილეებს თეთრები აცვიათ, ყელზე კი წითელი სახვევები უკეთიათ. ყოველდღიურად ქალაქის ვიწრო ქუჩებში 6 ხარს გამოუშვებენ, რომლებსაც მოგვიანებით პროფესიონალი მატადორები დაუპირისპირდებიან.
2009 წელს ხარებით რბოლა ფატალურადაც კი დასრულდა, როდესაც ერთ-ერთმა მონაწილემ თავი არეში მიიღო დაზიანება.
კომენტარები