საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება სჭირდებოდა.

დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩაიყვანა. იგი ყაზბეგის სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close