ქართველების ბერძენი სიძე გიორგოს პაპადოპულოსი საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა
კამპანიას SPEND YOUR SUMMER IN GEORGIA (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში), რომელიც პუტინის ავადსახსენებელ ბრძანებულებას მოჰყვა, თავად უცხოელებიც აქტიურად შეუერთდნენ. მათ შორის არის ჩვენი რესპონდენტი, ბერძენი ახალგაზრდა გიორგოს პაპადოპულოსი (ΓΙΏΡΓΟΣ ΠΑΠΑΔΌΠΟΥΛΟΣ).
გიორგოსი ჯგუფში, სადაც უკვე 243 ათასამდე მომხმარებელია გაწევრიანებული, წერს, რომ ძალიან მოსწონს საქართველო, ბევრი რამ იცის მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ და იმედი აქვს, რომ მალე ეწვევა თავისი ქართველი მეუღლის მშობლიურ ქვეყანას. იგი სხვებსაც მოუწოდებს, ესტუმრონ საქართველოს და მხარი დაუჭირონ მას. აი, რას წერს იგი:
Γιώργος Παπαδόπουλος–თან Spend your summer in GEORGIA
„hello everybody! my name is george and i am from athens Greece.my wife is from georgia and i have known from her everything about this country.i know many things about their history and culture..i ve seen many photos and i like very much georgia but i ve never been there yet.i hope very soon i will visit georgia…its a lovely place with lovely people!!delicious food and fantastic red wine!they have many traditional nice dances too!!!i think its a place that everyone wants to visit in this life!supporting georgia!!have a nice time !!“
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია „Spend Your Summer in Georgia“ მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას და მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აუკრძალა. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციაში დასაბრუნებლად, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს კი რეკომენდაცია მისცეს, რომ უსაფრთხოების მიზნით საქართველოში ტურების დაგეგმვისგან თავი შეიკავონ.
თამარ ოთიაშვილი
მსგავს თემაზე: რატომ უწოდებს ახალგაზრდა ბერძენი თავის „მეორე სამშობლოს“ საქართველოს, სადაც ჯერ არც კი ყოფილა?
კომენტარები