იტალიასაზოგადოება

იტალიაში რეკორდული სიცხეები იწყება – აფრიკული ანტიციკლონის ახალი ტალღა

იტალიას აფრიკული სიცხის ტალღა გადაუვლის, უფრო ინტენსიური, ვიდრე 2003 წელს, როდესაც რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აფრიკული სიცხის ანტიციკლონი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შორის ელოდებიან, სინოპტიკოსთა პროგნოზით, საკმაოდ დიდხანს  შენარჩუნდება.

პორტალ 3bmeteo.com-ის მთავარი სინოპტიკოსი ედუარდო ფერერა აცხადებს, რომ ხვატისგან განსაკუთრებით დაზარალდება ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილები, მაშინ როდესაც სამხრეთში შედარებით ნაკლები ტემპერატურა დაფიქსირდება. მაგ., პიემონტში პარასკევს (28 ივნისი) ტემპერატურა +42°C-მდე აიწევს, ხოლო ტურინი იტალიის ყველაზე ცხელი ქალაქი იქნება.

ფლორენციაში, 3bmeteo.com-ის მონაცემებით, მოსალოდნელია 40°C, ბოლცანოში – 39°C, რომსა და მილანში – 38°C. ჩრდილოეთში შედარებით ნაკლები ტემპერატურა დაფიქსირდება: მაგ., გენუასა და ვენეციაში – მაქსიმუმ 32°C. იტალიის სამხრეთში ჰაერი 32°C-მდე გაცხელდება პესკარაში, 31°C-მდე – კამპობასოში, ნეაპოლსა და ბარიში, 30°C-მდე – კალიარისა და პალერმოში.

თუმცა მომავალ კვირაში სიტუაცია შეიცვლება და სიცხე ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში გაძლიერდება. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება ღამითაც კი: ედუარდო ფერერას თქმით, საღამოს 10 საათისთვის ჰაერის ტემპერატურა 30°C-ზე მაღალი იქნება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო:

მსგავს თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close