საზოგადოებასაბერძნეთი

ხანძრის სერიოზული საფრთხე ათენში – ლიკავიტოზე ასვლა იზღუდება

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ხვალ, 25 ივნისს ხაძრის გაჩენის გაზრდილი საფრთხე არსებობს. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში ემზადებიან.

ხანძრის საშიშროება განსაკუთრებით მაღალია ატიკის, ბეოტიის, კორინთოსა და არგოლიდის რეგიონებში. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ათენის მერიის გადაწყვეტილებით, 24 ივნისის ღამის 12 საათიდან იკრძალება ლიკავიტოს მთაზე მოქალაქეების ასვლა. ამას გარდა, სახანძრო მანქანები მუდმივად იმორიგევებენ ეროვნული პარკის, აგრეთვე, ილისიისა და პაგრატის პარკების ტერიტორიაზე. არ გამორიცხავენ, რომ ეროვნულ პარკში არსებული საუკუნოვანი ხეები ძლიერმა ქარმა დააზიანოს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა საფრთხეს გაუმკლავდეს.

გიორგი ჯანელიძე

მსგავს თემაზე: ვიდეოდოკუმენტი: როგორ გაჩნდა ხანძარი მატის დასახლებაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close