ჯანმრთელობარჩევები

6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

რა ვქნათ, როცა ქუჩაში პაპანაქება სიცხეა, მაგრამ სახლიდან გასვლა აუცილებელია? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

1. ჩაიცვით ნოტიო ტანსაცმელი. ეს რჩევა კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის გამოდგება. უბრალოდ, თქვენი ზედა სამოსი სახლიდან გამოსვლის წინ ცოტათი დანამეთ. ამ შემთხვევაში ფიზიკის კანონი მოქმედებს – წყლის ასაორთქლებლად სითბური ენერგიაა საჭირო, რომელსაც თქვენი სხეული გამოყოფს, ამ პროცესში კი ტემპერატურა კლებულობს.

2. ხელები ცივ წყალში ჩააწყვეთ. რა თქმა უნდა, ყინულიანი წყლით სავსე ვედროს ქუჩაში ვერსად იპოვით, მაგრამ იქნებ თქვენს გზაზე შადრევანია? თუ არადა, გაყინული წყლით სავსე სულ პატარა ბოთლის თან წაღებაც შვებას მოგგვრით.

3. მიირთვით კერძები ქარის (ინდური სანელებელი) სოუსით. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ცხარე საკვები ორგანიზმს გადასარევად აგრილებს, ქარის სოუსი კი კაპსაცინით მოგამარაგებთ, რომელიც ოფლის გამოყოფის პროცესს უწყობს ხელს.

4. ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი. მნიშვნელობა არა აქვს, ტანსაცმელი მუქი იქნება თუ ღია ფერის, მთავარია, ტანს არ ეკვროდეს. მიბაძეთ ბედუინებს – თავისუფალი სტილის ტანისამოსში ჰაერი ცირკულირებს და ეს ოფლს აორთქლებაში ეხმარება, თქვენ კი კომფორტულად იგრძნობთ თავს.

5. მიიღეთ თბილი შხაპი. დიახ, არ შეგვშლია, სიცხეში საუკეთესო მხსნელი თბილი შხაპია. ცივმა წყალმა შესაძლოა სითბური მახე შექმნას ანუ ორგანიზმს ზედმეტი სითბოს გამოყოფა აიძულოს. ასე რომ, ძლიერ სიცხეში რეკომენდებულია იბანაოთ არანაკლებ 20-გრადუსიანი წყლით.

6. ჰაერის ნაკადი სახეში. თუ მარაოს ხმარობთ, ჰაერის ნაკადი სახისკენ მიმართეთ. სახეზე განლაგებული რეცეპტორები კომფორტის შეგრძნებას უზრუნველყოფენ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close