კრიმინალირას არ გაიგებ/ფაქტებისაბერძნეთი

ციხეში აკრძალული ნივთების შეტანას დრონით შეეცადნენ

საბერძნეთის ქალაქ ტრიკალაში, ციხეში პატიმრებისთვის აკრძალული ნივთების შეტანას უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით შეეცადნენ.

შემთხვევა 15 ივნისს, გამთენიისას მოხდა. მინი საფრენი აპარატი, დრონი ციხის ეზოში დაფრინდა. მასზე მიმაგრებული იყო მობილური ტელეფონი და კიდევ რამდენიმე აკრძალული ნივთი. მიუხედავად დრონის პატარა ზომისა, ციხის დაცვამ სიბნელეში ის მაინც შეამჩნია და განგაში ატეხა.

მართალია, პატიმრებისთვის აკრძალული ნივთების გადაცემა ვერ მოხერხდა, მაგრამ დრონმა აფრენა მოასწრო და გაუჩინარდა. პოლიციამ, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა იმ პირების დაკავება, რომლებიც საფრენ აპარატს მართავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტრიკალის ციხეში ეს დრონით თავდასხმის მეორე შემთხვევაა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close