newsიტალიასაზოგადოება

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა. იტალიური სააგენტო „ანსას“ ცნობით, ვულკანის კრატერიდან ლავა იღვრება და ფერფლი იფრქვევა.

ამ ეტაპზე კატანიის აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

სპეციალისტების თქმით, ეტნას ბოლო გააქტიურება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ვულკანის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ტურისტების ნაკადის კონტროლი.

მიმდინარე წლის თებერვალში ეტნას გააქტიურების გამო კატანიის აეროპორტში რეისები გაუქმდა.

ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი (3300 მ) მოქმედი ვულკანია მსოფლიოში.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close