fbpx
მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

რუსეთში საქართველოს სამეფო ოჯახის სამარხები იპოვეს

პეტერბურგში მდებარე კეთილმორწმუნე ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ ნაპოვნია 31 სამარხი, რომელთა შორის არის 1861 წლის გლეხური რეფორმის ერთ-ერთი ავტორის, გრაფ იაკობ როსტოვცევის სარკოფაგიც.

როგორც რუსული პრესა წერს, ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია ტურისტული მარშრუტებიდან მოშორებით მდებარეობს და იქ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მეათე წელია გრძელდება.

საბჭოთა ეპოქაში აღნიშნულ ეკლესიაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო სხვადასხვა ორგანიზაცია, შესაბამისად, ტერიტორიაზე არაერთი მიშენება გაჩნდა. სწორედ ამ მიშენებების დემონტაჟისას, ცემენტის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს საქართველოს უკანასკნელ მეფეთა და დიდებულთა საფლავები – ლამის მთელი ნეკროპოლი.

ალექსეი ოდინცოვის თქმით, რომელიც ალექსანდრე ნეველის ლავრაში (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია) რესტავრაციისა და არქიტექტურულ-მხატვრული შემკულობის საქმეებს ხელმძღვანელობს, სამარხები დაკონსერვდება და ზემოდან დაჯავშნული მინით დაიხურება.

ალექსანდრე ნეველის ლავრა პირველი და ყველაზე დიდი მონასტერია პეტერბურგში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ.

სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ლავრის კედლებში 1996 წელს დაიწყო, ხოლო სანკტ-პეტერბურგის ეპარქიას ლავრა მთლიანად 2000 წლის 18 აპრილს გადაეცა.

წყარო: sputnik-georgia.com

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close