კრიმინალისაბერძნეთი
„ჰოლივუდური“ ძარცვა ათენში – როგორ მოიპარეს მილიონი?
ფაქტობრივად, კინოს სცენარი გათამაშდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მეტამორფოსის რაიონში. მძარცველებმა შეძლეს 2 სეიფის გატაცება მილიონი ევროთი.
კერძოდ, მოვლენები ასე განვითარდა: დღეს, 23 მაისს, გამთენისას უცნობებმა ელეფთერიოს ვენიზელოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის სათავო ოფისში შეაღწიეს და 2 სეიფი გაიტანეს, რომლებშიც, მფლობელის ინფორმაციით, 1 000 000 (ერთი მილიონი) ევრო იყო. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, ძარცვა დილის 4 საათზე მოხდა. მძარცველებმა თავიდან სიგნალიზაცია გათიშეს და შენობაში უპრობლემოდ შევიდნენ.
დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს. ამჟამად პოლიცია ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს მძარცველთა ვინაობის გასარკვევად და მათი ადგილმდებარეობის დასადგენად.
მსგავს თემაზე: საფრანგეთის სასამართლომ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
კომენტარები