newsიტალიასაზოგადოება
იტალიელებს უკვე შეუძლიათ თავიანთი სხეული მეცნიერებას უანდერძონ
იტალიის სენატმა ერთხმად (220 მომხრე) დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს და ამარტივებს მოქალაქის მიერ საკუთარი სხეულის შეწირვას სიკვდილის შემდეგ სამეცნიერო მიზნებისთვის, – ამის თაობაზე იტალიური მედია წერს.
საქმე ის არის, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო ეს პრაქტიკა იტალიაში თითქმის არ არსებობდა, ახალი კანონი კი ანდერძის დატოვების წესებს ამარტივებს.
დოკუმენტში მოცემული რეგულაციების თანახმად, გარდაცვლილის სხეული სამეცნიერო ან საგანმანათლებლო ცენტრებს გადაეცემათ სიკვდილის დადგომიდან არა უადრეს 24 საათისა. მოქალაქემ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მისი სხეული გარდაცვალების შემდეგ ასეთი მიზნებისთვის გამოიყენონ, ხელი უნდა მოაწეროს „ინფორმირებულ თანხმობას და დანიშნოს თავისი ნდობით აღჭურვილი პირი“.
სხეულის ანდერძით დატოვება კომერციული მიზნებისთვის დაუშვებელია. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრები ვალდებულნი იქნებიან გარდაცვლილის სხეული მის ოჯახს „ღირსეულ მდგომარეობაში“ დაუბრუნონ ერთი წლის განმავლობაში.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები