newsიტალიასაზოგადოება

მილანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

მიმდინარე წლის ივლისიდან მილანში საზოგადოებრივი  ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 2 ევრო იქნება, ანუ ბილეთის ფასი 50 ევროცენტით გაიზრდება. ამის თაობაზე ლომბარდიის დედაქალაქის მერმა განაცხადა. ამ ეტაპზე ფასის ზრდა არ შეეხება კომპანია TRENORD-ის ელექტრომატარებლებს.

ახალი სატარიფო გეგმა მოიცავს მეტი გადაადგილების შესაძლებლობას, მათ შორის, მეტროთიც და ბილეთის მოქმედების ზონის ზრდას; თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი იქნება მილანის პროვინციის 19 მუნიციპალიტეტში, ჩინიზელო ბალსამოს, რო ფიერას და ასაგოს ჩათვლით.

ახალი სატარიფო გეგმის რატიფიცირება მოახდინეს, აგრეთვე, ქალაქებმა – მონცამ, ლოდიმ და პავიამ, თუმცა ისინი მას მოგვიანებით მიუერთდებიან.

ტარიფების ზრდა ლომბარდიის მუნიციპალიტეტსა და ხელმძღვანელობას შორის ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ მოხდა, – რეგიონის ხელმძღვანელობა ამის წინაღმდეგი იყო.

ასე რომ, ივლისიდან გაუქმდება „ზონების“ და „ნახევარზონების“ რთული მექანიზმი, რომელიც ბილეთის საფასურის გაანგარიშებას ძალიან გაურკვეველს ხდიდა, განსაკუთრებით პროვინციებში გადაადგილებისას.

ბოლოს ბილეთის ფასი მილანში 7 წელზე მეტი ხნის წინ გაიზარდა, მაშინაც 50 ევროცენტით (ერთი ევროდან, 1,50 ევრომდე).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close