მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ააფეთქეს – ასეთია ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა ტრაგედიიდან 9 წლის შემდეგ

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი აფეთქება იყო, – ნათქვამია ბრიტანელი ექსპერტების დასკვნაში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული Forensic Explosives Laboratory-ს კვლევის შედეგები პოლონეთის სამთავრობო ქვეკომისიის დასკვნას დაემთხვა.

„თვითმფრინავის კატასტროფა არ გამოუწვევია არც მფრინავების და არც ბორტზე მყოფი ადამიანების მოქმედებას, არამედ აფეთქებამ გამოიწვია. ბრიტანელების დახმარებით, დღეს ეს უკვე ცნობილია. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ აფეთქებაში მონაწილეობდა ტროტილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიცით, როგორი იყო აფეთქების ფორმულა“, – განაცხადა პოლონეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სამთავრობო ქვეკომისიის თავმჯდომარემ ანტონი მაცერევიჩმა.

„ტუ 154“-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესა და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა სმოლენსკში, აეროპორტ „Северный“-ს მახლობლად 2010 წლის 10 აპრილს განიცადა. კატასტროფის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა – ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი.

თავდაპირველად ტრაგედიის მიზეზად ფსიქოლოგიური წნეხის გამო მფრინავის არასწორი ქმედება დაასახელეს, თუმცა თავად კაჩინსკის პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კატასტროფა პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის მიზნით მომზადებული ორგანიზებული თავდასხმის შედეგი იყო და რომ პოლონეთის და რუსეთის ფედერაციის მთავრობების ხელმძღვანელები ამას მალავდნენ.

თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების თავიდან გამოსაძიებლად პოლონეთში სამთავრობო ქვეკომისია შეიქმნა, რომელმაც 2018 წლის ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე, ერთი დაღუპულის ნეშტზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯერ აფეთქდა და ამის შედეგად ჩამოვარდა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომისიაში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავში აფეთქება არ მომხდარა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close