საზოგადოებასაბერძნეთი

რა ღირს ბინები საბერძნეთში? – უძრავი ქონების ფასი იზრდება

საბერძნეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასის ყველაზე დიდი ზრდა 2018 წელს დაფიქსირდა. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტოების ქსელის – RE / MAX-ის ანგარიშშია ნათქვამი. 2017 წელთან შედარებით, როცა საშუალო წლიური ზრდა 1% იყო, 2018 წელს  ფასების საშუალო ზრდამ 7,3% შეადგინა.

ყველაზე დიდი ზრდა – დაახლოებით 9% იმ უძრავი ქონების ობიექტებზე დაფიქსირდა, რომელთა ასაკი 5 წელზე მეტია – ამ კატეგორიაზე მოდის გარიგებების 90% 2018 წელს. ახალი საცხოვრებელი ობიექტების ფასი კი საშუალოდ 6,9%-ით გაიზარდა.

ათენში 5 წელზე მეტი ასაკის უძრავი ქონების ფასმა 2018 წელს საშუალოდ 6,9%-ით მოიმატა, მაშინ როდესაც ახალი ნაგებობების ფასის ზრდამ 10,7% შეადგინა.

RE / MAX-ის მონაცემებით, განსაკუთრებით სწრაფად მზარდია ძველი ბინების ფასი კუკაკის რაიონში, აკროპოლისის მახლობლად – ამჟამად აქ კვადრატული მეტრის ფასი 1400 ევროდან იწყება, რაც 55%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს. სხვა რაიონებში, რომლებიც ვიზიტორებში, აგრეთვე, პოპულარულია, ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა – მაგ., ექსარხიის რაიონში ფასების ზედა ზღვარი 1000 ევროა კვ.მ-ზე, ან საერთოდ არ გაზრდილა, მაგ., როგორც პაგრატში – 650 ევრო/კვ.მ.

თესალონიკში ძველი (5 წლის და მეტის) ბინების ფასი 8%-ით გაიზარდა, ახალი ბინების კი – უფრო უმნიშვნელოდ, 3,1%-ით. მთლიანობაში სიტუაცია გაუმჯობესებულია მას შემდეგ, რაც 2008-2017 წლებში ფასი 46%-ით დაეცა.

ქვეყნის 2 უდიდესი ქალაქის გამოკლებით საბერძნეთში უძრავი ქონების ძველი ობიექტების ფასი გასულ წელს საშუალოდ 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო იმ ობიექტებისა, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა – 8,1%-ით.

RE / MAX თავის ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ საბერძნეთის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის შესანარჩუნებლად საჭიროა სტაბილური საინვესტიციო ინტერესი და მთლიანობაში კი – ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close