მსოფლიოტექნოლოგიებიnews

ევროკავშირში ავტომატური დამუხრუჭების სისტემა სავალდებულო გახდება

ავტომატური დამუხრუჭების სისტემა სავალდებულო გახდება ორმოც ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და იაპონიაში.

ნებისმიერი ავტომწარმოებელი ვალდებული იქნება ავტომობილები სპეციალური სენსორით აღჭურვოს, რომელიც ობიექტამდე მანძილს განსაზღვრავს. სისტემას, თუ ის შეჯახებას გარდაუვლად მიიჩნევს ან მძღოლი რეაგირებას დააგვიანებს, შესაძლებლობა ექნება ჩართოს  ექსტრემალური დამუხრუჭება 60 კმ/სთ-ში ან უფრო დაბალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის შემთხვევაში.

როგორც ვარაუდობენ, ახალი რეგულაცია მკვეთრად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს და ათასობით ადამიანს გადაარჩენს.

ახალი სტანდარტი პირველად იაპონიაში შევა ძალაში, ევროკავშირი კი ამ ნორმის ამოქმედებას 2022 წლიდან გეგმავს.

ავტომატური დამუხრუჭების სისტემით აღჭურვა აუცილებელი იქნება მსუბუქი ავტომობილების, პიკაპებისა და მცირეტონაჟიანი სატვირთო მანქანებისთვის. საუბარია მხოლოდ ახალ ავტომობილებზე, უკვე შეძენილი ავტომობილების გადაკეთება მფლობელებს არ მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ინდოეთმა ავტომატური დამუხრუჭების სისტემის შემოტანაზე უარი თქვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close