newsსაბერძნეთი
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იფიცება
ოთხშაბათს, 28 ნოემბერს ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიფიცება, რაც საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას გაურთულებს. ტრანსპორტის მუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ტროლეობუსები მთელი დღის განმავლობაში არ იმოძრავებენ, რაც შეეხება ავტობუსებს, დილის 9 საათამდე ვერ შეძლებთ ავტობუსებით სარგებლობას, დაახლოებით დილის ათი საათისთვის კი ავტობუსების მოძრაობა სრულად აღდგება. საღამოს 8 საათიდან ავტობუსები ხაზიდან ნელ-ნელა მოიხსნებიან და 9 საათისთვის მოძრაობა ისევ შეწყდება.
მეტრო, ისევე როგორც ტრამი, ჩვეულებრივი გრაფიკით იმუშავებს.
კომენტარები