მსოფლიოპოლიტიკაnews

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის გადარქმევას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის დასაწყებად ქვეყნის სახელწოდების ჩრდილოეთ მაკედონიად შეცვლასთან დაკავშირებით.

ქვეყნის სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილებას ხმა მისცა 80-მა დეპუტატმა 120-იდან, წინააღმდეგი წავიდა 39 დეპუტატი.
პარლამენტი ამ გდაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ოპოზიციური პარტია VMRO-DPMNE-ის დეპუტატთა ნაწილს ქვეყნის სახელის გადარქმევისთვის მხარი რომ არ დაეჭირა.

ევროკავშირსა და ნატოში უკვე მიესალმნენ მაკედონიის პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას.
თავის Twitter-ის გვერდზე მაკედონელებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული ყველა ნაციონალური პროცედურის დამთავრება სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით და ის, გამოიყენებენ თუ არა ისინი ისტორიულ შესაძლებლობას, რომ მათი ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. ხოლო ევროკომისარმა მეზობლობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა ამ გადაწვეტილებას „სკოპიეს დემოკრატიისთვის დიადი დღე“ უწოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close