ხელოვნებაკულტურასაბერძნეთი
ათენის აკროპოლისი დაიკეტა
ათენის აკროპოლისი და საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლებისა და მუზეუმების უმეტესობა დაიკეტა საბერძნეთის კულტურის სამინისტროს მუშაკთა პროფკავშირის მიერ ორგანიზებული 24-საათიანი გაფიცვის გამო – ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იტყობინება.
პროფკავშირი ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მან ვერ შეძლო ხელი შეეშალა ეროვნული მემკვიდრეობის ობიექტების პრივატიზაციის ფონდში გადატანისთვის საბერძნეთის მიერ საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღების დროს. პროფკავშირების წარმომადგენლები შიშობენ, რომ საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები გაიყიდება და ქვეყანა მათ დაკარგავს.
კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამგვარი შიშები საფუძველს არის მოკლებული.
კომენტარები