ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 ნოემბერი

ნოემბრის ეს კვირა მოთმინებასა და წინდახედულობას მოითხოვს. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, წარმატებას უფრო მეტად ისინი მიაღწევენ, ვინც ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოიტანს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა გარემოებას გადაამოწმებს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას კი სიფრთხილეა საჭირო: მკაცრმა კრიტიკამ და დაუფიქრებელმა სიტყვებმა შესაძლოა უმნიშვნელო უთანხმოებაც კი სერიოზულ კონფლიქტად აქციოს.

ეცადეთ, გონივრულად გაანაწილოთ ენერგია, დროულად შეამჩნიოთ პერსპექტიული შესაძლებლობები და დრო და ენერგია უსარგებლო კამათში არ დახარჯოთ.

კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

16 ნოემბერი – მარსისა და იუპიტერის შეერთება

ეს ენერგიული და დინამიკური ასტროლოგიური ასპექტია, რომელიც მოქმედების, ინიციატივისა და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის სურვილს აძლიერებს. განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ბიზნესსაქმიანობისთვის, როდესაც დიდი ძალისხმევაა საჭირო და დაბრკოლებების მიუხედავად წინსვლა უნდა გააგრძელოთ.

ასპექტი უკავშირდება გაფართოებისა და განვითარებისკენ სწრაფვას, ახალი შესაძლებლობების ძიებასა და გავლენის სფეროს გაზრდის სურვილს. პირად ცხოვრებაში კი შესაძლოა ამბიციებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერება იგრძნოთ. მთავარია, ენთუზიაზმმა ზედმეტ თავდაჯერებულობასა და დაუფიქრებელ ნაბიჯებამდე არ მიგიყვანოთ.

18 ნოემბერი – მზისა და იუპიტერის კვადრატი

ეს ასპექტი ძლიერი და მრავალმხრივი ენერგიის კონცენტრაციაა და გარკვეული პრობლემების, გადაჭარბებებისა და წინააღმდეგობების რისკს ზრდის. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ მის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებენ, ან იფიქროს, რომ არსებული ვითარება მის მოლოდინებს არ შეესაბამება.

სამსახურსა და ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო: ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ გასწევთ გაუმართლებელ ხარჯებს. პირად ურთიერთობებში კი შესაძლოა უკმაყოფილებამ და ზედმეტმა პრეტენზიულობამ იჩინოს თავი. ეცადეთ, საკუთარი მოლოდინები რეალურად შეაფასოთ და ემოციებს არ აჰყვეთ.

19-20 ნოემბერი – მზისა და მარსის კვადრატი

ეს დაძაბული ასპექტია, რომელიც იმპულსურობასა და კონფლიქტებისადმი მიდრეკილებას აძლიერებს. ადამიანებს შორის უთანხმოების მიზეზი შესაძლოა ურთიერთკრიტიკა, მოუთმენლობა ან საკუთარი პოზიციის ნებისმიერ ფასად დაცვის სურვილი გახდეს.

ამ დღეებში ნერვული დაძაბულობა და გაღიზიანება ადვილად იჩენს თავს. ამიტომ უმჯობესია, თავი შეიკავოთ მკვეთრი განცხადებებისა და დაუფიქრებელი მოქმედებებისგან.

ამავდროულად, ამ დღეებში მაღალია ტექნიკური პრობლემების ალბათობა, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და ენერგეტიკაში.

კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვროთ პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი საქმეები წინასწარ დაგეგმოთ. შესაძლოა რთული, მაგრამ თქვენთვის აუცილებელი საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა მოგეცეთ. მოსალოდნელია საქმიანი მოგზაურობაც, რომელიც ახალ გამოცდილებასა და სასარგებლო ნაცნობობას მოგიტანთ. ზოგიერთი კონტაქტი მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება თქვენთვის.

პირად ცხოვრებაში კი ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. ურთიერთობებში სინაზისა და ტაქტის ნაკლებობამ შესაძლოა გაუგებრობა გამოიწვიოს. ეცადეთ, საკუთარი სიმართლე საყვარელ ადამიანს ზედმეტი სიმკაცრის გარეშე დაუმტკიცოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 19 ნოემბერი

♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ამ კვირაში წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად გაართმევთ თავს სამსახურებრივ და საოჯახო საქმეებს. კვირის პირველ ნახევარში სამსახურში ანგარიშების მომზადება, დოკუმენტების მოწესრიგება და სამომავლო გეგმების შედგენა მოგიწევთ. ოჯახშიც შესაძლოა გარკვეული საკითხების მოგვარება და პასუხისმგებლობების გადანაწილება დაგჭირდეთ.

კვირის მეორე ნახევარი გაცილებით სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ: თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებთან ურთიერთობაც შესაძლოა საინტერესო კავშირში გადაიზარდოს. ხანგრძლივი ურთიერთობის მქონე კუროებმა კი შეიძლება ქორწინებაზე სერიოზულად დაფიქრება გადაწყვიტონ.

შაბათ-კვირას ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მეგობრებთან გართობა სასიამოვნოა, თუმცა მთელი დანაზოგის დახარჯვა ნამდვილად არ ღირს!

სასიკეთო დღეები: 17, 22 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 20 ნოემბერი

♊ ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)

ნუ იჩქარებთ მოვლენების შეფასებას – ამ კვირაში მშვიდი განსჯა და სწორი გადაწყვეტილებები გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ. კარგი პერიოდია ფინანსურ საკითხებზე კონცენტრირებისთვის: შესაძლოა შემოსავლის გაზრდის ან მომგებიანი შესაძლებლობის აღმოჩენის შანსი მოგეცეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საქმიან ურთიერთობებს. ენდეთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ და ეცადეთ, ხელმძღვანელობაზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ. საჭიროების შემთხვევაში თამამად წარმოაჩინეთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები და ის წვლილი, რომელიც საერთო საქმეში შეგაქვთ.

ოჯახურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის. ახლობლებთან წინასწარი შეთანხმება დაგეხმარებათ, საოჯახო პასუხისმგებლობები სამართლიანად გადაანაწილოთ და ზედმეტი გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 18 ნოემბერი

♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

ეს კვირა პროფესიული წინსვლისა და საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს მოგცემთ, თუმცა ყველაფრის ერთბაშად დასრულებას ნუ ეცდებით. მოთმინება გამოიჩინეთ და მოთხოვნებიც რეალისტურად შეაფასეთ. თუ პარტნიორების ან თანამშრომლების მიმართ გაღიზიანებას იგრძნობთ, ეცადეთ, ემოციები არ გამოამჟღავნოთ.

კვირის მეორე ნახევარი განსაკუთრებით კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მოგზაურობისა და სწავლისთვის. გონებრივი აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა დაგეხმარებათ, ახალი ცოდნა მიიღოთ და საინტერესო იდეები განავითაროთ.

კვირას ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა მცირე გაუგებრობები წარმოიშვას. საყვარელ ადამიანთან კამათის ნაცვლად, მშვიდი საუბარი ამჯობინეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 21 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 22 ნოემბერი

♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ეს კვირა მოულოდნელი დამთხვევებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით შეიძლება დაგამახსოვრდეთ. მზად იყავით გეგმების შესაცვლელად – ზოგჯერ სწორედ გაუთვალისწინებელი მოვლენები გაგიხსნით ახალ შესაძლებლობებს.

სამსახურში დატვირთული პერიოდი გელოდებათ. მიზნების მისაღწევად დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, თუმცა თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება. კარგი დროა სასარგებლო საქმიანი კავშირების დასამყარებლად. მჭევრმეტყველება და ადამიანების დარწმუნების უნარი მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება. ამასთან, ეცადეთ, სამსახურში ზედმეტი დაპირებები არ გასცეთ და სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ.

შაბათ-კვირას ოჯახში თქვენი აზრისა და ავტორიტეტის განმტკიცების შესაძლებლობა გექნებათ. ხელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის, უძრავი ქონების შეძენაზე დასაფიქრებლად.

სასიკეთო დღეები: 19, 21 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 16 ნოემბერი

♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი კეთილსინდისიერებით ისარგებლონ და საკუთარი პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისრონ. შესაძლოა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ – როგორც პროფესიულ, ისე შემოქმედებით საქმიანობაში. შეეცადეთ, ნეგატიურმა ინფორმაციამ და გარშემო მყოფთა უსაფუძვლო კრიტიკამ წონასწორობა არ დაგაკარგვინოთ.

კვირა ხელსაყრელია ახალი ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. თქვენი გამჭრიახობა და პრაქტიკული აზროვნება პროფესიულ თუ ბიზნესსაქმიანობაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა ფინანსურ საკითხებში იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასეთ.

დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა შესაძლოა პირად ცხოვრებასა და დასვენებისთვის განკუთვნილ დროზე იმოქმედოს. ამიტომ შაბათ-კვირას საკუთარ თავს შესვენების საშუალება მიეცით – ყველაფრის კონტროლი აუცილებელი არ არის.

სასიკეთო დღეები: 18, 21 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 20 ნოემბერი

♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ამ კვირაში კარგ განწყობას წვრილმანი უსიამოვნებებიც კი ვერ გაგიფუჭებთ. იდეები და ახალი გეგმები ერთმანეთის მიყოლებით გაგიჩნდებათ, რაც შემოქმედებითი საქმიანობისა და საინტერესო წამოწყებებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

თუმცა კვირის მეორე ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაჩქარევად ნუ შეცვლით უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ნუ დაივიწყებთ საყვარელი ადამიანებისთვის მიცემულ დაპირებებს. ახლა სწორედ მათი შესრულებაა მნიშვნელოვანი.

შაბათ-კვირას მშვიდი გარემო და სამომავლო გეგმებზე ფიქრი გჭირდებათ. ნუ აჰყვებით გართობის ცდუნებას, თუ ეს ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფინანსური ბალანსის შენარჩუნება ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სასიკეთო დღეები: 19, 22 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 18 ნოემბერი

♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ნუ გადადებთ დაგეგმილ საქმეებს – მოგვიანებით მათი შესრულება შესაძლოა უფრო გაგიჭირდეთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე მაშინაც კი, როდესაც გარშემო ვითარება იძაბება. თავშეკავება და მოთმინება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ უსიამოვნო დაპირისპირება.

სამსახურში ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ გაამწვავებთ უთანხმოებას და ეცადეთ, თქვენი პოზიცია მშვიდად და არგუმენტირებულად დააფიქსიროთ. ამასთან, გადაუდებელი საკითხების გადადება არ ღირს.

პირად ურთიერთობებში ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და საყვარელ ადამიანებთან კამათს მოერიდეთ. შაბათ-კვირა კი სასიამოვნო სიახლეებს, საინტერესო ნაცნობობასა და ახალი პერსპექტივების აღმოჩენის შესაძლებლობას გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 19, 21 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 17 ნოემბერი

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ამ კვირაში ბევრი რამ თქვენს ორგანიზებულობასა და ყოველდღიური საქმეების სწორად განაწილებაზე იქნება დამოკიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლისა და სამუშაო გარემოს მოწესრიგება – წესრიგი დაგეხმარებათ, დრო და ენერგია დაზოგოთ.

ოფიციალური საკითხების მოგვარებისას ყურადღებით იმოქმედეთ. გადაამოწმეთ დოკუმენტები, ნუ დატოვებთ დაუზუსტებელ დეტალებს და ელექტრონული მიმოწერისას მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ სათქმელი.

ოჯახში მშვიდობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ მცირე დათმობაც საკმარისია. ეცადეთ, ახლობლების პოზიციაც გაითვალისწინოთ. შინაგანი სიმშვიდე და თვითდისციპლინა ყოველდღიური სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 17, 20 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 18 ნოემბერი

♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ეს კვირა მოულოდნელობებით შეიძლება იყოს სავსე. განსაკუთრებით კვირის დასაწყისსა და შუა პერიოდში შესაძლოა გაუთვალისწინებელი გარემოებები წარმოიშვას, რომლებიც ჩვეულ რიტმს დაგირღვევთ და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შესაძლოა ავტომობილის ან სხვა ტექნიკის გაუმართაობამაც შეგიშალოთ ხელი და დღის განრიგის გადახედვა მოგიხდეთ.

ეს კარგი პერიოდია დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად და მათი გამოსასწორებლად. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შეცდომების აღიარების – ეს სისუსტე კი არა, წინსვლის აუცილებელი პირობაა. ნებისმიერ ვითარებაში შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ.

პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ზედმეტად ნუ ისაუბრებთ. ზოგჯერ დუმილი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შაბათ-კვირა კი ხელსაყრელია სწავლისთვის, მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანებთან აზრების გაცვლისთვის.

სასიკეთო დღეები: 20, 21 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 18 ნოემბერი

♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ეს კვირა შესაძლოა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემოსულ ინფორმაციას – ზოგიერთი ცნობა შეიძლება დამახინჯებული იყოს, საქმიანი პარტნიორების მხრიდან კი გარკვეული მანიპულაციის მცდელობებსაც წააწყდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა ფაქტი გადაამოწმეთ.

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მწიფდება და მათთვის ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადოთ. შესაძლოა დადგა დრო, დაემშვიდობოთ იმას, რაც უკვე მოძველდა და განვითარებაში ხელს გიშლით – იქნება ეს ნივთები, ჩვევები თუ ურთიერთობები.

კვირის ბოლოს კარიერულ საკითხებში წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ. გამოიჩინეთ მონდომება და ნუ გაფლანგავთ დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე. შაბათ-კვირას კარგი იქნება მცირე მოგზაურობა ან მეგობრების მონახულება.

სასიკეთო დღეები: 16, 20 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 21 ნოემბერი

♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ამ კვირაში ახალი წამოწყებებისთვის კარგი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და ნუ მისცემთ წვრილმან პრობლემებს უფლებას, განწყობა გაგიფუჭონ. მოთმინება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ყოველდღიურ სირთულეებსა და მოულოდნელ დაბრკოლებებს.

კვირის შუა პერიოდში ბევრი საკითხი უფრო სწრაფად და მარტივად მოგვარდება. თქვენ ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას და ძალას ნუ დაატანთ – ზოგჯერ საუკეთესო შედეგს სწორედ მოთმინება იძლევა.

საქმიან ურთიერთობებში საერთო ენის გამონახვა გაგიადვილდებათ. შესაძლოა პარტნიორებთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდეთ. ამასთან, ნუ დაივიწყებთ ახლობლებს, რომლებსაც თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შაბათ-კვირა სიყვარულის, ოჯახური სიმყუდროვისა და სასიამოვნო ემოციებისთვის ხელსაყრელი იქნება.

სასიკეთო დღეები: 18, 22 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 16 ნოემბერი

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close