ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 სექტემბერი – 4 ოქტომბერი

28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდი მოთმინებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ამ კვირაში აჩქარება არ ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ გადაწყვეტილებებს, ოჯახურ ვალდებულებებს ან სამსახურის შეცვლას ეხება.
კვირის დასაწყისი კარგი დროა დაგროვილი საკითხების გადასაჭრელად. შუა კვირაში შესაძლოა ძველმა პრობლემებმა კვლავ შეგახსენოთ თავი, თუმცა მათი მოგვარება ემოციურ რეაქციაზე მეტად სიმშვიდესა და წინდახედულობას მოითხოვს. უქმეები კი უმჯობესია ახლობლებს, საოჯახო საქმეებსა და დასვენებას დაუთმოთ.
🌟 კვირის მთავარი გზავნილი
არ იჩქაროთ იქ, სადაც გადაწყვეტილებას დრო და დაკვირვება სჭირდება. ამ კვირაში წარმატების მთავარი პირობა სიმშვიდე, ზომიერება და სწორი მომენტის შერჩევაა. ახალი იდეები არ უნდა უარყოთ, მაგრამ მათ განხორციელებამდე ფაქტები გადაამოწმეთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასეთ.
კვირის მთავარი ასტროლოგიური ასპექტები
28 სექტემბერი – მზისა და ურანის ტრინი
ასტროლოგიაში ურანი მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებთან, ენერგეტიკასთან, კოსმოსის კვლევასა და ავიაციასთან ასოცირდება. ამ პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს ახალი იდეები და მოულოდნელი შესაძლებლობები, რომლებიც ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. ეს კარგი დროა ახალი მიდგომების, საინტერესო იდეებისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოსაფიქრებლად.
ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ურანის ჰარმონიული გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ცვლილებებსა და ახალი იდეების განხორციელებას უკავშირდება.
2 ოქტომბერი – მერკურისა და მარსის კვადრატურა
ეს ასპექტი კომუნიკაციის მხრივ დაძაბულ პერიოდზე მიუთითებს. ურთიერთობებში შესაძლოა მოიმატოს კრიტიკამ, სარკაზმმა და სიმკაცრემ. განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს მწვავე შენიშვნებისგან თავის შეკავება, ამიტომ სიტყვების წინასწარ აწონ-დაწონა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაპირისპირება.
2-3 ოქტომბერი – მერკურისა და პლუტონის კვადრატურა
ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ასპექტი ხელს უწყობს საკითხებში ღრმად ჩაღრმავებასა და პრობლემების მიზეზების დანახვას, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლოა დაძაბულობაც გაიზარდოს. სირთულეების დაძლევის მცდელობები ყოველთვის ერთნაირი შედეგით არ დასრულდება – ზოგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება, ზოგ შემთხვევაში კი დამატებითი დრო და ძალისხმევა გახდება საჭირო.
2-3 ოქტომბერი – მარსისა და ნეპტუნის ტრინი
ეს ასპექტი ასტროლოგიაში თანაგრძნობას, სხვების დახმარების სურვილსა და საკუთარი რწმენების შესაბამისად მოქმედებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რეალური გარემოებები და შესაძლო დაბრკოლებებიც გაითვალისწინოთ, რათა იდეების განხორციელების სურვილმა რეალობის შეფასებაში ხელი არ შეგიშალოთ.
♈ ვერძი
ამ კვირაში თამამად შეგიძლიათ ახალი პროექტის დაწყება – თუ გადაწყვეტილებას წინასწარ კარგად აწონ-დაწონით, მას ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლია. გააქტიურდით სოციალურ ურთიერთობებში, გაიცანით ახალი ადამიანები და გააფართოვეთ კონტაქტების წრე. ბიზნესგეგმები ჯერჯერობით სხვებს არ გაუზიაროთ. სამაგიეროდ, მეგობრებთან პირად ცხოვრებაზე საუბარი შეგიძლიათ – მათგან გონივრული რჩევის მიღების შანსი გაქვთ.
შუა კვირაში შეეცადეთ, თავი აარიდოთ სარისკო ან ნაჩქარევ შეთავაზებებს. ახალი იდეების განხორციელებაც დროებით გადადეთ. კვირის მეორე ნახევარი ოჯახსა და დასვენებას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 30, 4
არახელსაყრელი დღე: 2
♉ კურო
ეს კვირა ხელსაყრელია ძველი პრობლემების მოსაგვარებლად და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. მოსალოდნელია ახალი გამოცდილება და საინტერესო შეხვედრები. ეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ზედმეტად ნუ დაიტვირთებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დასვენებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.
კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. შეინარჩუნეთ ნეიტრალური პოზიცია და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. პირად ცხოვრებაში სასარგებლო იქნება მშვიდი საუბარი, საერთო გეგმების დასახვა და საოჯახო საქმეების გადანაწილება.
სასიკეთო დღეები: 29, 2
არახელსაყრელი დღე: 30
♊ ტყუპი
ამ კვირაში ეცადეთ, ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რაც თქვენს განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს. წარსულზე ზედმეტად ნუ იფიქრებთ – ცვლილებები შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
კვირის მეორე ნახევარში ხარჯებს მიაქციეთ ყურადღება. გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბრები უკეთესი იქნება, ცოტა ხნით გადადოთ.
შაბათ-კვირას სასარგებლო იქნება გარემოს შეცვლა. დაგეგმეთ შეხვედრა ძველ მეგობრებთან – სასიამოვნოდ გაატარებთ დროს და ყოველდღიურობისგანაც განიტვირთებით.
სასიკეთო დღეები: 1, 4
არახელსაყრელი დღე: 2
♋ კირჩხიბი
ამ კვირაში შესაძლოა სამსახურში ახალი, მომგებიანი შესაძლებლობა ან დამატებითი შემოსავლის მიღების გზა გამოგიჩნდეთ. არ იჩქაროთ – ჯერ სიტუაცია შეაფასეთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ.
კვირის მეორე ნახევარში სხვისმა სიმკაცრემ შესაძლოა გული გატკინოთ, მაგრამ უმჯობესია, უსიამოვნო სიტყვებს ცხელ გულზე არ უპასუხოთ – ემოციების ჩაცხრობას დაელოდეთ. ამ პერიოდში განსაკუთრებით დაგჭირდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო, ასევე, ახლობლების მხარდაჭერა.
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
სასიკეთო დღეები: 28, 3
არახელსაყრელი დღე: 1
♌ ლომი
შესაძლოა ამ კვირაში გარშემო მყოფთა საქმეებში ზედმეტად ჩაერთოთ და საკუთარი თავისთვის რამდენიმე წუთის გამონახვაც კი გაგიჭირდეთ. ამან შესაძლოა გაღიზიანება და კონფლიქტი გამოიწვიოს. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, რათა აზრთა სხვადასხვაობა ღია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
თუ მშვიდად იმოქმედებთ, თქვენი გადაწყვეტილებები და შეფასებები გონივრული იქნება. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაც წარმატებით ჩაივლის.
შაბათ-კვირა კარგი დროა სახლის საფუძვლიანად დასალაგებლად და გარემოს განახლებისთვის. მოიშორეთ უსარგებლო ნივთები და სივრცე განტვირთეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 2
არახელსაყრელი დღე: 30
♍ ქალწული
ამ კვირაში პროფესიული წინსვლისა და სხვადასხვა მიმართულებით წარმატების შესაძლებლობა გაქვთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას დიპლომატია დაგჭირდებათ. გეგმებს შემთხვევით ნაცნობებს ნუ გაუმხელთ და მოერიდეთ ზედმეტად სტრესულ სიტუაციებს.
კვირის მეორე ნახევარი კარგი დროა ძველი პროექტის დასასრულებლად, სწავლისთვის და იმ ადამიანებთან კონსულტაციისთვის, რომელთა გამოცდილებასაც ენდობით.
შაბათ-კვირა სახლის მოწესრიგებასა და კეთილმოწყობას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 28, 1
არახელსაყრელი დღე: 3
♎ სასწორი
პროფესიული საქმიანობა ამ კვირაში დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა შესაძლოა სანაცვლოდ ხელფასის მატება ან სხვა ფინანსური სარგებელი მიიღოთ. არსებობს შანსი, რომ დიდი ხნის ნანატრ მიზანსაც მიაღწიოთ.
ოთხშაბათი კარგი დღეა გაუგებრობების გასარკვევად და წარსული შეცდომების გამოსასწორებლად. თუ პრობლემები გაქვთ ოჯახში ან სამუშაოზე, მათ მოგვარებას ნუ გადადებთ.
კვირის მეორე ნახევარში ძველ მეგობრებთან შეხვედრები გელით. შაბათ-კვირას ეცადეთ, დრო დასვენებასა და მშვიდ, სასიამოვნო ურთიერთობებს დაუთმოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 2
არახელსაყრელი დღე: 29
♏ მორიელი
ამ კვირაში შეგიძლიათ თავდაჯერებულად გააფართოოთ საქმიანობა, თუმცა წარმატებისთვის დიპლომატიური მიდგომა დაგჭირდებათ. ამ ეტაპზე მოქნილობა შესაძლოა უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე საკუთარი პოზიციის ნებისმიერ ფასად დაცვა.
მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით და ეს აქტიური პერიოდი თქვენთვის საინტერესო იქნება.
დახმარებაზე უარი არავის უთხრათ და მზად იყავით, დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ დახმარების სათხოვნელად საკმარისი გამბედაობა არ აქვს.
კვირის ბოლოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გექნებათ.
სასიკეთო დღეები: 29, 3
არახელსაყრელი დღე: 1
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში ცვლილებების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ, რამაც შესაძლოა ახალი ემოციებიც მოგიტანოთ და გარკვეული სირთულეებიც შეგიქმნათ. პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების რეალისტურად შეფასება და მნიშვნელოვანი საკითხების დროულად მოგვარება.
თუ ბალანსს შეინარჩუნებთ, გარემოს შეცვლას ისე შეძლებთ, რომ არც სამუშაო დაზარალდეს და არც პირადი ცხოვრება.
შაბათ-კვირას გამონახეთ დრო დასვენებისთვის და ყოველდღიური საზრუნავისგან ცოტა ხნით მაინც გათავისუფლდით.
სასიკეთო დღეები: 1, 4
არახელსაყრელი დღე: 30
♑ თხის რქა
ეს კვირა დატვირთული, თუმცა ნაყოფიერი იქნება. უმჯობესია, პირადი ამბიციები დროებით გვერდზე გადადოთ და გუნდურ მუშაობაზე გააკეთოთ აქცენტი. ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე – საჭირო მხარდაჭერას თავადაც მიიღებთ.
ნუ გაფანტავთ ყურადღებას წვრილმანებზე. პარასკევი კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის და მეგობრებთან შესახვედრად.
შაბათ-კვირას აქტიურობა კარგია, თუმცა სამუშაოზე მეტად დასვენებასა და გართობას დაუთმეთ დრო.
სასიკეთო დღეები: 28, 3
არახელსაყრელი დღე: 29
♒ მერწყული
ამ კვირაში თავი შეიკავეთ სარისკო წამოწყებებისგან, თუმცა ის იდეები არ უგულებელყოთ, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ. მათი სწორად დაგეგმვა შესაძლოა პროფესიული და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ.
კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს. კოლეგებთან ნებისმიერი უთანხმოება მშვიდად, კორექტულად და თავაზიანად მოაგვარეთ.
უქმეებზე ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ საქმეებზე გაამახვილეთ.
სასიკეთო დღეები: 1, 3
არახელსაყრელი დღე: 30
♓ თევზები
ამ კვირაში შესაძლოა სიახლეებისა და საქმიანი შეხვედრების მორევში აღმოჩნდეთ, ამიტომ კარგი იქნება, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ და საკუთარ იმიჯზეც იზრუნოთ.
შუა კვირაში განსაკუთრებით გამოგადგებათ ინტუიცია. შინაგანი ხმის მოსმენა დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებასა და უსიამოვნებების თავიდან აცილებაში, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციასთან ერთად ფაქტებისა და რეალური გარემოებების გათვალისწინებაც აუცილებელია.
კვირის ბოლოს იზრუნეთ საოჯახო საქმეებზე და დრო დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრისთვისაც დაიტოვეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 4
არახელსაყრელი დღე: 29
თამთა გურული
ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება სტიქიების მიხედვით



