ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 მარტი

მარტის ეს კვირა კლებადი მთვარის, ვენერასა და მერკურის ხელსაყრელი ასპექტებისა და სატურნის მხარდამჭერი გავლენის ქვეშაა. ეს დრო იდეალურია სახლის დალაგებისთვის, ძველი საქმეების შესასრულებლად, ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებისთვის, ურთიერთობების გასაძლიერებლად და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

მთელი კვირა მოვლენებით იქნება დატვირთული. ასტროლოგების რჩევით, გაითვალისწინეთ, რომელი აქტივობები და ქმედებები მოგიტანთ წარმატებას და რომელი უნდა აირიდოთ თავიდან ან დროებით გადადოთ.

ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება.

9 მარტი – მერკური და იუპიტერი ტრინში შედიან. ორივე ეს პლანეტა ინტელექტთან ასოცირდება და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, უპირველესად, დადებითად იმოქმედონ მრავალი ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. მერკურთან ასოცირებული დეტალების ანალიზისა და დანახვის უნარი იდეალურად შეავსებს განზოგადების უნარს – იუპიტერის ფუნქციას. ამრიგად, ადამიანები ობიექტური და ადეკვატური განსჯის უნარის მქონე გახდებიან. ცოდნისა და სწავლის სურვილი გაიზრდება. ეს კარგი დროა თქვენი ჰორიზონტის გასაფართოებლად, მათ შორის, ახალი ნაცნობების მეშვეობით. მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული კავშირი ქმნის პირობებს თქვენი ქმედებების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის.

10 მარტი – ვენერა-პლუტონის სექსტილი – ეს ჰარმონიული ასპექტი შეყვარებულებში ვნებისა და სექსუალურობის ზრდაზე მიუთითებს. ამ ასპექტის ზეგავლენით ზოგი შესაძლოა სექსუალურად უფრო მიმზიდველი გახდეს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მაგნიტივით მიიზიდოს. სოციალურ ცხოვრებაში მესაკუთრეობრივი ინსტინქტები გაძლიერებულია. ბიზნესში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება.

15 მარტი – მერკური-მარსის შეერთება დიდი ენერგეტიკული პოტენციალის საკმაოდ კონცენტრირებული ასპექტია. მათ, ვისი ჰოროსკოპებიც ამ ასპექტთან რეზონირდება, შეიძლება სხვების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მკვეთრი ზრდა განიცადონ. ამან შეიძლება გამოიწვიოს კამათი და მწვავე ინტერპერსონალური დაპირისპირების ტალღა. ეს მტკივნეული, მაგრამ საბოლოო ჯამში დადებითი პროცესია არაგულწრფელი ურთიერთობებისგან თავის დასაღწევად.

ვერძი

ეცადეთ, ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რათა მოგვიანებით დანაშაულის გრძნობა არ გაგიჩნდეთ. დაუთმეთ დრო მიმდინარე დავალებების შესრულებას; ნუ აიღებთ დამატებით ვალდებულებებს. სასურველია, კვირის განმავლობაში შეამციროთ თ შეეგუოთ ქვენი ამბიციები და სიტუაციას. ფრთხილად იყავით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას – გაუგებრობები შეიძლება დაუფიქრებელი სიტყვებით იყოს გამოწვეული. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და მცირე, გააზრებული შესყიდვებისთვის. ხანდაზმული ნათესავების ან ახლობლების მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.

შაბათ-კვირას დაგროვილი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

კურო

ამ კვირაში სამსახურში ძალიან ნუ დაიტვირთებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პრობლემები არაორგანიზებულობიდან მომდინარეობს, ხოლო პარტნიორებთან კონფლიქტები უმნიშვნელო საკითხებზე წარმოიშობა. ეცადეთ, გამოიყენოთ თქვენი დიპლომატიური უნარები. ეს საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ მრავალი არასასურველი კონფლიქტი სამსახურში. გაჩნდება კარიერული წინსვლის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ფინანსური მდგომარეობის განმტკიცებას.

შაბათ-კვირას დაგეგმეთ კარგი დასვენება ძალებისა და სიმშვიდის აღსადგენად.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

ტყუპი

ამ კვირაში შეიძლება ხელსაყრელი შესაძლებლობა მოგეცეთ თქვენი გეგმებისა და სანუკვარი ოცნებების რეალიზებისთვის. ეცადეთ, თქვენი ქმედებები გამბედაობასა და მონდომებას შეუთავსოთ და ბიზნესში კარგ შედეგებს მიაღწევთ. ეს შესანიშნავი დროა დასვენებისა და გართობისთვის. გელოდებათ ნათელი და დასამახსოვრებელი მოვლენების სერია, მათ შორის, დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა საყვარელ ადამიანთან ერთად. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა და ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ცუდად მიდის, ეს მხოლოდ ილუზიაა.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო უქმად არ დაკარგოთ და დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

კირჩხიბი

ამ კვირაში მიზნის მიღწევის გზა პატარა ნაბიჯებად დაყავით, დაკვირვებით იმოქმედეთ და წარმატებას მიაღწევთ. ოთხშაბათს შეეეცადეთ, სარისკო წამოწყებებში არ ჩაერთოთ და სხვისი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ. ხუთშაბათს სილამაზის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა შემოქმედებითობას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას გპირდებათ. პარასკევს შესაძლებელია შორეული ნათესავებისგან მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ. კვირის შუა პერიოდი ხელსაყრელია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

შაბათს ან კვირას მოაწყვეთ ვახშმი ოჯახთან ერთად და დაურეკეთ ძველ მეგობრებს.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

ლომი

ამ კვირაში ლომებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ თვითრეალიზაციას და პროფესიულ განვითარებას. ეს დღეები ხელსაყრელია პროფესიული პრობლემების გადაჭრისთვის და თქვენი ავტორიტეტის გასაძლიერებლად. გამოავლინეთ ლიდერული თვისებები და შესთავაზეთ რჩევები კოლეგებსა და ახლობლებს. მოერიდეთ ემოციურ სიმკაცრეს – მოუსმინეთ და პატივი ეცით ირგვლივ მყოფებს. დაფიქრდით თქვენს გეგმებზე და კარგად გააანალიზეთ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს. თუ დამატებითი სამუშაო დატვირთვის საკითხი გაჩნდება, სასურველია უარი არ თქვათ, მაგრამ დათანხმებამდე შეეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები.

შაბათს დაგეგმეთ წვეულება ან შეხვდით მეგობრებს კაფეში.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

ქალწული

ქალწულებს სისტემური მუშაობისა და პროდუქტიულობის კვირა ელით. შეგიძლიათ მრავალი დავალების შესრულება, საბუთებისა და ფინანსების მოწესრიგება. ყურადღება მიაქციეთ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობას, შესაძლოა ყველა მათგანი კეთილსინდისიერად არ ასრულებდეს შეთანხმებებს. ნუ აიღებთ ზედმეტ საქმეს, ენერგია დასვენებისთვის შეინახეთ. ურთიერთობებში რეკომენდებულია კომპრომისებზე წასვლა.

სასურველია, შაბათ-კვირას დრო ხანდაზმულებზე ზრუნვას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

სასწორი

ამ კვირაში საჭიროა ნათელი გონება და ფხიზელი აზროვნება. მეგობრების მხარდაჭერა ახალი პოზიციების დაკავებაში დაგეხმარებათ. ხუთშაბათს დიდი ალბათობით მოსალოდნელია საქმიანი მოგზაურობა. პარასკევს დასახული გეგმები შესაძლოა არ ამართლებდეს დახარჯულ დროსა და ძალისხმევას. საყვარელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ პირადი პრობლემის მოგვარებაში, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

გამოსასვლელ დღეებში გამონახეთ დრო ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად და საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 15.

მორიელი

ეს კვირა შესაფერისია სამსახურში ან სახლში მნიშვნელოვანი საკითხების დასასრულებლად. ნუ შეგეშინდებათ საკამათო თემების განხილვისა – სწორედ ახლა შეძლებთ კომპრომისის პოვნას. ერიდეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესების პრიორიტეტულობას, რადგან ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. ნებისმიერი გადამწყვეტი ცვლილება ახალი მთვარის ფაზამდე გადადეთ.

შაბათ-კვირას მოდუნდით და დრო ანალიტიკურ მუშაობას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის ეს კვირა კარგი დროა ახალი ნაცნობების შესაძენად, სწავლისთვის და ჰორიზონტის გასაფართოებლად – დარეგისტრირდით თქვენთვის მისაღებ კურსზე ან დაესწარით ახალ ლექციას. სამსახურებრივ და ოჯახურ საკითხებში იყავით ოპტიმისტური და დიპლომატიური: თქვენი გულახდილობა ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის. თქვენი ენერგია ამჟამად ყველაზე აქტუალური საკითხის გადაჭრაზე გაამახვილეთ. თუ იურიდიული ან საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება გჭირდებათ, ახლავე იზრუნეთ ამაზე. აკონტროლეთ თქვენი ფინანსები.

ამ შაბათ-კვირას შეეცადეთ, ახლობლების მიმართ კეთილშობილება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

თხის რქა

გამოიყენეთ ეს კვირა თქვენი ავტორიტეტისა და საქმიანი კავშირების გასაძლიერებლად: ხელმძღვანელობა დააფასებს თქვენს ყურადღებას დეტალების მიმართ. ემოციები არ უნდა გიშლიდეთ ხელს მუშაობაში. კვირის ბოლოს კოლეგებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებები ბევრად უფრო ადვილი იქნება. განაგრძეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, ეს გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს და მოგცემთ შანსს, უფრო მაღალ თანამდებობას მიაღწიოთ.

დასვენების დღეებში განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდებათ საყვარელ ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

მერწყული

ამ კვირაში სიცოცხლისუნარიანობის მოზღვავებას იგრძნობთ და მღელვარე მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით. გაძლიერებული ინტუიცია დაგეხმარებათ დაგროვილი პრობლემების გადალახვაში. კვირის შუა რიცხვებში საქმიან ურთიერთობებში გონივრულმა კომპრომისმა შეიძლება მოულოდნელი მოგება მოგიტანოთ. ფრთხილად იყავით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – ახალი პროექტების დაწყების დრო ჯერ არ დამდგარა.

ინტელექტუალური თამაშები და აქტივობები შაბათ-კვირას ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 14.  

თევზები

ვინ თქვა, რომ სასწაულები არ ხდება? მიეცით მათ საშუალება შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში. გჯეროდეთ სიყვარულის, ის ორმხრივი და ძლიერია. სავსე იქნებით სიხარულით, ენერგიითა და თავდაჯერებულობით, ასე რომ, შეძლებთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ  გამოწვევას. საქმიანი საკითხების გადაჭრისას ენდეთ თქვენს ინტუიციას. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში და მოერიდეთ სპონტანურ ხარჯვას.

გამოსასვლელი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

თამთა გურული

ასევე დაგაინტერესებთ: კარმის კანონი და ზოდიაქოს ნიშნები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close