არტისტი

ჰოლივუდის დიდებულ ქალთა გამონათქვამები სიყვარულზე, ცხოვრებასა და წარმატებაზე

ცნობილია, რომ მერილინ მონრო საწოლში მხოლოდ „შანელი №5“-ის რამდენიმე წვეთით „იმოსებოდა“, მარლენ დიტრიხის ცნობილი ფრაზაა: „ყველაფერი ძვირადღირებული კიდევ უფრო ძვირფასი ჩანს, იაფფასიანი კი ვერასოდეს გახდება ძვირადღირებული“ – მაგრამ ეს ყველაფერი როდია. ჰოლივუდის  დიდებული ქალბატონები ამბობდნენ, რომ…

ოდრი ჰეპბერნი

(ოდრი კეთლინ რასტონი)

„ცხოვრების საუკეთესო საყრდენი მეგობარია“.

„ელეგანტურობა – ერთადერთი სტილია, რომელიც ყოველთვის მოდაშია“.

„არის ასეთი ძველმოდური იდეა: სხვათა ინტერესები საკუთარზე მაღლა უნდა დააყენო. ასეთია ეთიკა, რომლითაც აღმზარდეს: „სხვები უფრო მნიშვნელოვანნი არიან. ასე რომ, ნუ ჭირვეულობ, ძვირფასო, შეეგუე და გზა განაგრძე“.

„ამ ცხოვრებაში მაინტერესებს მხოლოდ გრძნობები და ყოველივე მასთან დაკავშირებული“.

„ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახო, რადგან ეს არის გზა, რომელიც გულისკენ მიდის – ანუ იქ, სადაც სიყვარული ცხოვრობს“.

„იმ ფაქტებს შორის, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, და თავად როგორ გრძნობ თავს, უზარმაზარი უფსკრულია. ვერასოდეს ვხედავდი საკუთარ თავში იმას, რასაც სხვები ამჩნევდნენ ჩემში“.

„ადამიანის მთავარი მოვალეობა ბავშვების დახმარებაა, რადგან ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ახირება და კაპრიზებია“.

„არსებობს ასეთი აფორიზმი: ბედნიერება კარგი ჯანმრთელობა და ხანმოკლე მეხსიერებაა. სამწუხაროა, რომ მე ვერ მოვიფიქრე – საოცრად ზუსტი გამონათქვამია“.

„წარმატება – საიუბილეო თარიღამდე მიღწევა და იმის აღმოჩენაა, რომ სულაც არ შეცვლილხარ“.

„თუ სიყვარულით აკეთებ საქმეს, წარმატება აუცილებლად მოვა და იმდენ კმაყოფილებას მოგიტანს, რამდენსაც ვერასოდეს მოიპოვებ დიდების დევნაში“.

მარლენ დიტრიხი

(მარი მაგდალენა დიტრიხ ფონ ლოშიუ)

„მამაკაცი სისუსტეების გარეშე უინტერესოა“.

„თუ ქალმა მამაკაცს უკვე აპატია, აღარ უნდა შეახსენოს მას ცოდვები საუზმობისას“.

„ნამდვილ მამაკაცს ჭამა უყვარს. თუ კაცი თეფშში იქექება, საჭმელს ჩანგლით აქუცმაცებს და ნახევარს თეფშზე ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მის კუჭში კი არა, თავად მასშია“.

„ქალისთვის სილამაზე ჭკუაზე მნიშვნელოვანია, რადგან მამაკაცისთვის უფრო ადვილია უყუროს, ვიდრე იფიქროს“.

„ქალების უმრავლესობა მამაკაცის შეცვლას ცდილობს, მაგრამ როცა ამას მიაღწევენ, მის მიმართ ინტერესს კარგავენ“.

„ქალები, უდავოდ, მამაკაცებზე ჭკვიანები არიან. საეჭვოა იპოვოთ ქალი, რომელიც ჭკუას დაკარგავს მამაკაცისთვის მხოლოდ მისი ლამაზი ფეხების გამო“.

„არც ისე ლამაზი ფეხები მაქვს. უბრალოდ, ვიცი, როგორ წარმოვაჩინო ისინი“.

„უმჯობესია სახეზე გქონდეს ნაოჭი, ვიდრე წინდაზე“.

„ნამდვილი ქალი არ ღელავს. იგი აღელვებს“.

„ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: დაბნეულები, რომლებსაც მუდამ დივანზე რჩებათ თავიანთი ხელთათმანები და ყურადღებიანები, რომლებსაც ცალი ხელთათმანი აუცილებლად მიაქვთ სახლში“.

„მიმაჩნია, რომ არანაირი „ბედნიერების უფლება“ არა გვაქვს. ამიტომ, როცა ბედნიერება გაკითხავთ, მადლობელი უნდა იყოთ“.

„სიყვარულში შეუძლებელია გამიჯნო ერთმანეთისგან გამარჯვება და კაპიტულაცია“…

მერილინ მონრო

(ნორმა ჯინ მორტინსონი)

„სექსსიმბოლოდ ყოფნა მძიმე შრომაა, მით უფრო, თუ დაღლილი, განაწყენებული და დაბნეული ხარ“.

„მამაკაცთა სამყაროში ცხოვრების წინააღმდეგი არა ვარ, რადგან ამქვეყნად ქალად  დავიბადე“.

„როცა პატარა ვიყავი, არავის უთქვამს, რომ ლამაზი ვარ. ყველა პატარა გოგონას უნდა უთხრათ, რომ ლამაზია, ასეც რომ არ იყოს“.

„კარიერა – ეს დიდებულია, მაგრამ ბნელ ცივ ღამეში ვერ ჩაეხუტები“.

„ჯობს მარტო იყო უბედური, ვიდრე სხვასთან ერთად“.

„ყველა წესი რომ დამეცვა, ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდი“.

„ხალხი ხშირად ისე მიყურებს, თითქოს ადამიანი კი არა, სარკე ვიყო. მე კი ვერ მხედავენ, საკუთარ ბინძურ ზრახვათა გამოსახულებას ათვალიერებენ, მერე კი, თავის გასამართლებლად, სიბინძურეს მე მომაწერენ“.

„მე არ მინდა ფულის კეთება, უბრალოდ, საოცარი მინდა ვიყო “.

„ნამდვილი ქერათმიანები ამქვეყნად მხოლოდ ალბინოსები არიან“.

„ქორწინებამდე ქალი მამაკაცთან სიყვარულს მხოლოდ იმიტომ ეძლევა, რომ ხელში ჩაიგდოს. ქორწინების შემდეგ კი ხელიდან იმიტომ არ უშვებს, რომ სიყვარულს მიეცეს“.

გრეტა გარბო

(გრეტა ლუიზა გუსტაფსონი)

„კარგი მეგობრის გვერდით ცხოვრებისთვის სულაც არ არის საჭირო გათხოვება“.

„ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა, რომ ვიცოდეთ, რა მოვუხერხოთ მას!“

„მუდამ ღიმილის ფრქვევისთვის ძალების კოლოსალური დაძაბვაა საჭირო“.

„თითოეული ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. და თუ პატიოსნად იცხოვრებ, ეს ერთხელ ცხოვრებაც საკმარისი უნდა იყოს“.

„მოწყენილობის გარდა, სხვა არაფრის მეშინია“.

„ჩვენს ყოველ ნაბიჯს უმაღლესი გონი მართავს, ამიტომაც არასოდეს ვაწყობ გეგმებს“.

„არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ხელმისაწვდომზე ოცნება“.

„არასოდეს მითქვამს: „მარტო ყოფნა მინდა“, ვამბობდი: „მინდა, რომ თავი დამანებონ“. ამ სიტყვებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა“.

„ბევრი რამ, რასაც გულში ვინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუმხილოთ სხვებს. ეს თქვენი არსი, ღრმად პირადული სიხარული და სევდაა და მათი განდობა არ ღირს. როცა მათ ამხელთ, სხვათა თვალში მცირდებით“.

„ჰოლივუდში ადამიანები გრძნობას მოკლებულნი არიან“.

რიტა ჰეივორდი

(მარგარიტა კარმენ დოლორეს კანსიმო)

„ყოველთვის ის მინდოდა, რაც სხვებს – უბრალოდ, ვინმეს ვყვარებოდი“.

„ყველას ბედი გვმართავს და მისგან თავის დახსნის გზა არ არსებობს“.

„ცხოვრებისგან ყველაფერი კი არა, ძალიან ბევრი მივიღე“.

„ვფიქრობ, რომ ყველა ქალში არის რაღაც ელეგანტურობა, რომელიც ტანსაცმლის გახდისთანავე ქრება“.

„როცა გიყვარს, ცხოვრობ. რაღაცას წარმოადგენ“.

„ცხოვრებაში უიღბლო ქორწინება კი არა, იღბლიანი ქორწინება მაკვირვებს“.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close